ვიშვანათ პრატაპ სინგჰი

ვიშვანათ პრატაპ სინგჰი (ჰინ. विश्वनाथ प्रताप सिंह;დ. 25 ივნისი, 1931, ალაჰაბადი — გ. 27 ნოემბერი, , ნიუ დელი) — ინდოელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი.[1]

ვიშვანათ პრატაბ სინგჰი
ჰინ. विश्वनाथ प्रताप सिंह
ვიშვანათ პრატაბ სინგჰი ჰინ. विश्वनाथ प्रताप सिंह
ინდოეთის დროშა ინდოეთის მე-8 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი 1989 – 10 ნოემბერი 1990
წინამორბედირაჯივ განდი
მემკვიდრეჩანდრა შკჰარ სინგჰი

ინდოეთის დროშა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი 1989 – 5 დეკემბერი 1989
წინამორბედიპამულაპარტი ვენკატა ნარასიმჰა რაო
მემკვიდრეინდერ კუმარ გუჯრალი

დაბადებული25 ივნისი 1931
ალაჰაბადი
გარდაცვლილი27 ნოემბერი 2008
ნიუ-დელი
მეუღლეპრინცესა სიტა კუმარი (1955)-დან
შვილებიაჯეია პრატაპ სინგჰი (დ.1957)
აბჰაი პრატაპ სინგჰი (დ.1958)
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა სამართალს პუნისა და ალაჰაბადის უნივერსიტეტებში. 1969-1971 და 1980-1983 წლებში იყო უტარ-პრადეშის შტატის ასამბლეის წევრი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი, პარტიის საბჭოს წევრი და პარლამენტის ორგანიზატორი. 1971-1977 წლებში — ლოკ საბჰას დეპუტატი, ხოლო 1983-1985 წლებში — რაჯია საბჰას წევრი.1976-1977 წლებში ეკავა ვაჭრობის მინისტრის პოსტი. [2]

1980-1982 წლებში იყო უტარ-პრადეშის მთავარი მინისტრი.[3]

1984-1987 წლებში — ინდოეთის ფინანსთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან დაიქირავა ამერიკული დეტექტიური სააგენტო, რათა გამოეკვლია, ჰქონდათ თუ არა ცნობილ ინდოელ პოლიტიკოსებს, რომელთაგან ზოგიერთი პრემიერ მინისტრ რაჯივ განდისთან დაახლოებული პირი იყო, უკანონო ფინანსური აქტივები უცხოურ ბანკებში. ამ გამოძიებამ გააღიზიანა რაჯივ განდი და 1987 წლის იანვარში სინგჰი გადაიყვანეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე (ხსენებულ თანამდებობას ივებდა მხოლოდ 1987 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე). თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მისი გადადგომა დაკავშირებულია მის მიერ დაწყებულ მორიგ ანტიკორუფციულ გამოძიებასთან (იხ.ბოფორსის საქმე). ამჯერად საქმე ეხებოდა ინდოეთის ფლოტის მიერ დასავლეთ გერმანული წყალქვეშა ნავების შეძენისას მაღალი რანგის ინდოელი პოლიტიკოსებისთვის გადახდილ ქრთამს.[4][5]

ვიშვანათან პრატაპ სინგჰი 1987 წლის ივლისში გარიცხეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის რიგებიდან. [2] სინგჰის, როგორც პოლიტიკოსის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა მისი გადადგომის შემდეგ და მან შექმნა ცენტრისტული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ნაციონალური ფრონტი-ს სახელწოდებით.

1989 წლის დეკემბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ მან შეძლო კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, რომელშიც შეინარჩუნა თავდაცვის მინისტრისა და ატომური ენერგიის მინისტრის პოსტები. თუმცა, კოალიციაში შიდა კონფლიქტებმა გამოიწვია სინგჰის მთავრობის სწრაფი დაცემა, რომელსაც ინდოეთის პარლამენტმა 1990 წლის 7 ნოემბერს ნდობა არ გამოუცხადა.[6]

ვიშვანათან პრატაპ სინგჰმა მიიღო მონაწილეობა ახალ არჩევნებში, მაგრამ მისი პარტიის რეიტინგი დაეცა, ძირითადად რაჯივ განდის მკვლელობის გამო (1991 წლის მაისი). იგი ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას. მომდევნო რამდენიმე წელი მან ქვეყანაში მოგზაურობდა, საუბრობდა სოციალური სამართლიანობის საკითხებზე და ხელოვნებაზე, ძირითადად ფერწერაზე.

სინგჰი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო მრავლობითი მიელომის და თირკმლის უკმარისობისგან დელის აპოლოს ჰოსპიტალში 2008 წლის 27 ნოემბერს, 77 წლის ასაკში. იგი კრემირებული იქნა ალაჰაბადში, მდინარე განგის ნაპირზე 2008 წლის 29 ნოემბერს. მისი კრემაცია მოხდა სრული სახელმწიფო პატივით.[7]

  1. "VP Singh's wife to get Rs 1 lakh for defamation". The Times of India. Retrieved 9 January 2016.
  2. 2.0 2.1 Ежегодник БСЭ 1990 года. — М.: СЭ, 1990. — С. 539
  3. Rathore, Abhinay. "Manda (Zamindari)". Rajput Provinces of India. Retrieved 19 November 2021
  4. "In Manda, a long way from Mandal". The Indian Express. 8 November 2015. Retrieved 29 October 2020.
  5. Gupta, Shekhar (1 July 2005). "Walk the talk – an interview with V.P.Singh". NDTV. Retrieved 25 October 2018.
  6. Ex-Darling of India Press Finds Himself Ignored. The New York Times (14 May 1991). Retrieved 14 September 2011.
  7. For India, Will It Be Change, Secularism or a Right Wing?. New York Times. (24 April 1991). Retrieved 14 September 2011.