ალაჰაბადი (ჰინ. इलाहाबाद; სპარს. ღმერთის მიერ დასახლებული) — ინდუიზმის წმინდა ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში. სახელი უწოდა მოგოლთა იმპერატორმა აქბარმა. თავდაპირველი სახელი პრაიაგა იყო (სანსკრ. მსხვერპლშეწირვის ადგილი). მიაჩნიათ, რომ სწორედ აქ მოახდინა ბრაჰმამ პირველი მსხვრეპლშეწირვა სამყაროს შექმნის შემდეგ. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, იგი ინდოეთის მეორე უძველესი ქალაქია. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 205 კმ-ით სამხრეთით. ალაჰაბადი ერთ-ერთია ინდუისტური მომლოცველობის ოთხი ადგილიდან. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინდუისტურ ლიტერატურაში, რადგან მდებარეობს სანგამთან, წმინდა მდინარეების — განგის, იამუნასა და სარასვატის შერწყმის ადგილას.[4]

ქალაქი
ალაჰაბადი
ჰინ. इलाहाबाद

ახალი ხიდი მდინარე იამუნაზე
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი უტარ-პრადეში
კოორდინატები 25°27′00″ ჩ. გ. 81°51′00″ ა. გ. / 25.45000° ჩ. გ. 81.85000° ა. გ. / 25.45000; 81.85000
ფართობი 63,07 კმ²
ცენტრის სიმაღლე 98
მოსახლეობა 5 959 798[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 94 495 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 0532[2]
საფოსტო ინდექსი 211001[3]
ოფიციალური საიტი https://prayagraj.nic.in/
ალაჰაბადი — ინდოეთი
ალაჰაბადი

ქალაქში მდებარეობს ცენტრალური თუ შტატის მრავალი სამთავრობო ოფისი, ასევე ინდოეთის მე-4 უძველესი უნივერსიტეტი. ალაჰაბადში დაიბადა ინდოეთის შვიდი პრემიერ-მინისტრი, მათ შორის ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი და რაჯივ განდი.

ინდოეთის ხელისუფლებამ ალაჰაბადი ამოარჩია ერთ-ერთ იმ ქალაქად, სადაც ხორციელდება ჯავაჰარლალ ნერუს ეროვნული ურბანული განახლების მისია, რომლის მიზანიცაა ურბანული ინფრასტრუქტურის განახლება, ეფექტიანი მართვა და ქალაქის მაცხოვრებელთათვის ძირითადი მომსახურებების შეთავაზება.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
  2. Indian STD code Details
  3. Prayagraj Pin Code
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-20. ციტირების თარიღი: 2012-04-19.
  5. Mission Cities at http://jnnurm.nic.in/nurmudweb/missioncities.htm დაარქივებული 2010-06-14 საიტზე Wayback Machine.