რაჯივ განდი (ჰინ. राजीव गाँधी; დ. 20 აგვისტო, 1944 — გ. 21 მაისი, 1991) — ინდოეთის პოლიტიკური მოღვაწე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1984-1989 წლებში.

რაჯივ განდი
რაჯივ განდი
ინდოეთის მე-7 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 ოქტომბერი, 1984 – 2 დეკემბერი, 1989
პრეზიდენტი  ზაილ სინგჰი
რამასვამი ვენკატარამანი
წინამორბედიინდირა განდი
მემკვიდრევიშვანათ პრატაპ სინგჰი

ოპოზიციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 დეკემბერი, 1989 – 23 დეკემბერი, 1990
პრემიერ-მინისტრივიშვანათ პრატაპ სინგჰი
წინამორბედივაკანტური
მემკვიდრელალ კრიშნა ადვანი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1985 – 1991
წინამორბედიინდირა განდი
მემკვიდრეპამულაპართი ვენკატა ნარასიმჰა რაო

ინდოეთის პარლამენტის წევრი, ამეთი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აგვისტო, 1981 – 21 მაისი, 1991
წინამორბედისანჯაი განდი
მემკვიდრესატიშ შარმა

დაბადებული20 აგვისტო, 1944
მუმბაი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი21 მაისი, 1991
შრიპერუმბუდური, ტამილნადუ, ინდოეთი
მოქალაქეობაინდოეთი
ბრიტანეთის ინდოეთი
პოლიტიკური პარტიაინდოეთის ეროვნული კონგრესი
მამაფეროზ განდი
დედაინდირა განდი
მეუღლესონია განდი
შვილებირაჰულ განდი, პრიანკა ვადრა
განათლებატრინიტის კოლეჯი, ლონდონის იმპერიული კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიაინდუიზმი
ჯილდოებიაუგუსტო სესარ სარდინოს ორდენი, ბჰარატ რატნას ორდენი

ჯავაჰარლალ ნერუს შვილიშვილი და ინდირა განდის უფროსი ვაჟი. სწავლობდა დიდ ბრიტანეთში. პოლიტიკაში ჩაერთო საკმაოდ გვიან, უმცროსი ძმის სანჯეის უეცარი გარდაცვალების შემდეგ. 1980 წელს დაინიშნა ინდირა განდის პარტიის ინდოეთის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელად. 1983 წელს დაინიშნა პარტის გენერალურ მდივნად და ფაქტობრივად დედის შემცვლელად. 1984 წლის ოქტომბერში ინდირას მკვლელობის შემდეგ არჩეულ იქნა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ, სათავეში ჩაუდგა მთავრობას და ამავე დროს 1988 წლამდე ასრულებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას. 1989 წელს მმართველობა დაკარგა, თუმცა რჩება გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწედ ოპოზიციაში.

რიგით წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სადაც მას გამარჯვების მაღალი შანსი ჰქონდა, მადრასთან ახლოს თამილელი ტერორისტი კამიკაძე მკვლელი ქალის მსხვერპლი გახდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sachi Sri Kantha; Prabhakaran Phenomenon, Lively Comet Imprint, 2005; 641 pp (chapters 24 to 35, pp. 207–352, cover in detail the assassination of Rajiv Gandhi)
  • "Working with Rajiv Gandhi" by R.D. Pradhan
  • Mani Shankar Aiyar "Remembering Rajiv", Rupa, New Delhi, 1992

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება