სონია განდი
სონია განდი (ჰინ. सोनिया गाँधी; დ. 9 დეკემბერი, 1946, ლუზიანა, ვიჩენცა, იტალია) — იტალიური წარმოშობის ინდოელი პოლიტიკოსი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ყოფილი თავმჯდომარე, ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის ქვრივი.
სონია განდი | |
გაერთიანებული პროგრესული ალიანსის თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 16 მაისი, 2004 |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 მარტი, 1998 – 16 დეკემბერი, 2017 | |
წინამორბედი | სიტარამ კესრი |
მემკვიდრე | რაჰულ განდი |
ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 მარტი, 2010 – 25 მაისი, 2014 | |
პრემიერ-მინისტრი | მანმოჰან სინგჰი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ივნისი, 2004 – 23 მარტი, 2006 | |
პრემიერ-მინისტრი | მანმოჰან სინგჰი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
ოპოზიციის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 მარტი, 1998 – 22 მაისი, 2004 | |
წინამორბედი | შარად პავარი |
მემკვიდრე | ლალ კრიშნა ადვანი |
პარლამენტის წევრი, ლოკ-საბჰა | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ოქტომბერი, 1999 – 17 მაისი, 2004 | |
წინამორბედი | სანჯაი სინგჰი |
მემკვიდრე | რაჰულ განდი |
პარლამენტის წევრი, ლოკ-საბჰა | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
– მოქმედი წევრი | |
წინამორბედი | სატიშ შარმა |
დაბადებული | 9 დეკემბერი, 1946 ლუზიანა, ვენეტო, იტალია |
მოქალაქეობა | იტალია (1946–1983) ინდოეთი (1983–დ.) |
რეზიდენცია | ნიუ-დელი |
პოლიტიკური პარტია | ინდოეთის ეროვნული კონგრესი |
მამა | ანტონიო მაინო |
დედა | პაოლა მაინო |
მეუღლე | რაჯივ განდი (დ. 1968; გ. 1991) |
შვილები | რაჰულ განდი და პრიანკა ვადრა |
განათლება | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაბადების სახელი — სონია ანტონია მაინო (სხვა მონაცემებით ედვიგე ანტონია ალბინა მაინო). მშობლები — სტეფანო და პაოლა მაინო. მისი მამა მეორე მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში ტყვედ. იგი რუსულ ისტორიას და კულტურას დიდ პატივის სცემდა. ამიტომ თავის სამ ქალიშვილს რუსული სახელები დაარქვა. სონია გაიზარდა პატარა იტალიურ მყუდრო ქალაქ ორბასანოში (ტურინიდან 20 კმ.). იზრდებოდა კათოლიკურ ოჯახში და დადიოდა კათოლიკურ სკოლაში. მამა გარდაეცვალა 1983 წელს, დედა დანარჩენ ორ ქალიშვილთან ერთად დღემდე ცხოვრობს ორბასანოს მახლობლად. 1965 წელს ინგლისური ენის კურსის გავლისას სონია კემბრიჯში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს — რაჯივ განდის, რომელიც მაშინ კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1968 წელს გაიმართა მათი პატარა საქორწინო ცერემონია ნიუ-დელიში, რომლის შემდეგ სონია საცხოვრებლად გადავიდა დედამთილის ინდირა განდის (ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966—1977 და 1980—1984 წწ.) სახლში. ამ გზით იგი შევიდა ინდოეთის ისტორიაში ცნობილ ნერუ-განდის ოჯახში.
1970 წელს სონიას შეეძინა ვაჟი რაჰული, ხოლო 1971 წელს — ქალიშვილი პრიანკა. ინდირა განდი თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს ხედავდა უმცროს ვაჟ — სანჯაი განდიში, რადგან რაჯივ განდი პოლიტიკის მიღმა ცხოვრობდა. იგი მსახურობდა პილოტად „ინდოეთის ავიახაზებზე“. მხოლოდ 1980 წელს, სანჯაის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ რაჯივ განდიმ დაიწყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. 1984 წელს, მას შემდეგ, რაც მისი დედა ინდირა განდი მოკლეს, რაჯივ განდი სათავეში ჩაუდგა მთავრობას.
სონია განდის როლი ინდოეთის პოლიტიკაში
რედაქტირებამისი მეუღლის, რაჯივ განდის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს 1984—1989 წლებში, სონია განდის, როგორც „პირველ ლედის“ მოუწია საზოგადოებრივი მოღვაწეობის განხორციელება. თამილების მიერ განხორციელებული მეუღლის ტერორისტული მკვლელობის შემდეგ 1991 წლის 21 მაისს, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ზოგიერთი წევრი სთხოვდა მას დაეწყო პოლიტიკური მოღვაწეობა, ძირითადად იმის გამო, რომ იგი ეკუთვნოდა განდების ოჯახს. მაგრამ სონიამ უარყო ეს წინადადება და მთელი შემდგომი 6 წლის მანძილზე შორს იდგა პოლიტიკისგან.
მისი უარის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა ნარასიმჰა რაო. 1998 წელს სონიამ მაინც გადაწყვიტა დაეწყო პოლიტიკური კარიერა. თუმცა პოლიტიკური ოპონენტები მას მუდმივად ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ ის უცხოეთში დაიბადა, დაქორწინებიდან 15 წლის განმავლობაში უარს ამბობდა ინდოეთის მოქალაქეობაზე და რომ ცუდად იცის ჰინდი.
1999 წელს იგი აირჩიეს მე-13 ლოკ-საბჰას ოპოზიციის ლიდერად, ხოლო 2004 წლის დასაწყისში მან დაიწყო აგრესიული საარჩევნო კამპანია ნაციონალური დემოკრატიული ალიანსის დასამხობად, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდა პარტია ბჰარატია ჯანატა პრემიერ-მინისტრ ატალ ბიჰარი ვაჯპაის მეთაურობით. არჩევნებზე ინდოეთის ეროვნული კონგრესის სენსაციური გამარჯვების შემდეგ სონია განდი განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მაგრამ უცხოელის ქვეყნის სათავეში მოსვლის წინააღმდეგ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ გაჩაღებულმა ფართომასშტაბიანმა კამპანიამ სონიას უარი ათქმევინა თანამდებობაზე, რათა შეენარჩუნებინა ერის ერთიანობა. შედეგად პრემიერ-მინისტრი გახდა მანმოჰან სინგჰი, რომლის კანდიდატურა წარადგინა თავად სონია განდიმ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- სონია განდი. ბრიტანიკა. დაარქივებული 2015-01-12 საიტზე Wayback Machine.
- პოლიტიკური ოჯახების გვერდი
- იტალიელთა გვერდი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Gandhi, Sonia (2004). Two Alone, Two Together: Letters Between Indira Gandhi and Jawaharlal Nehru 1922-1964. Penguin Books.
ლიტერატურა
რედაქტირება- Sonia Gandhi – An Extraordinary Life, An Indian Destiny (2011), a biography written by Rani Singh.
- S. R. ET AL. BAKSHI (1998) Sonia Gandhi, The President of AICC South Asia Books. ISBN 81-7024-988-0
- Rupa Chaterjee (1999) Sonia Gandhi: The Lady in Shadow Butala. ISBN 81-87277-02-5
- C. Rupa, Rupa Chaterjee (2000) Sonia Mystique South Asia Books. ISBN 81-85870-24-1
- Moro, Javier "El sari rojo" (Ed. Seix Barral, 2008) "Il sari rosso" (Il Saggiatore, 2009)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სონია განდი“ ვიკისაწყობში.
- Sonia Gandhi დაარქივებული 2012-01-16 საიტზე Wayback Machine. ინკ პარტიის ოფიციალური საიტი
- Parliamentary profile
- Profile at BBC News
- Profile at Forbes
- სონია განდი
- სონია განდი დაარქივებული 2013-05-28 საიტზე Wayback Machine.
- ნიუ-იორკ ტაიმსი
- გაზეთი "გარდიანი"
- უოლ სტრიტ ჯურნალი
- ალ ჯაზირა ინგლისურად დაარქივებული 2013-03-20 საიტზე Wayback Machine.
- სონია განდი
- ჩემი ინდოეთი