ინდოეთის სახალხო პარტია

ინდოეთის სახალხო პარტია (ჰინ. भारतीय जनता पार्टीბჰარატია ჯანატა პარტი) — ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთოეროვნული პოლიტიკური გაერთიანება (ეროვნულ კონგრესთან ერთად). ბჰარატია ჯანატა პარტი მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანებაა. ხშირად მას მოიხსენიებენ, როგორც ინდუისტური ნაციონალიზმის პარტიად.

भारतीय जनता पार्टी
ინდოეთის სახალხო პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1980
პოზიციები
იდეოლოგია ჰუმანიზმი, ნაციონალიზმი, ჰინდუტვა, სოციალური კონსერვატიზმი.
წარმომადგენლობითობა
ლოკ-საბჰა
282 / 545
რაჯია-საბჰა
47 / 245
ფერები ყვითელი
შტაბ-ბინა 11 Ashoka Road, ნიუ-დელი, 110001
www.bjp.org

პარტიის დაარსება 1980 წელს დაკავშირებულია ატალ ბიჰარი ვაჯპაის და ლალ კრიშნა ადვანის სახელთან. დაარსების დღიდან პარტია არის ინდოეთის ეროვნული კონგრესის კონკურენტი და მისი ძირითადი ოპოზიცია. პარტიის იდეოლოგიას წარმოადგენს ჰინდუტვა (ინდუისტური კულტურული ნაციონალიზმი). პარტიამ ლოკ-საბჰას არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო 1984 წელს. არჩევნებში მოიპოვა სულ 2 ადგილი 543-დან, მაგრამ 1989 წელს უკვე მანდატების რიცხვმა 88-ს მიაღწია და შევიდა ვიშვანათ პრატაპ სინგჰის კოალიციურ მთავრობაში. 1991 წლის არჩევნების შემდეგ გახდა მთავარი ოპოზიციური პარტია. პამულაპარტი ვენკატა ნარსიმჰა რაოს კონგრესის მთავრობამ სახალხო პარტიის მხრიდან მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა მრავალრიცხოვანი კორუფციული სკანდალების გამო. 1996 წელს მოიპოვა ხმათა უმრავლესობა და ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ ჩამოაყალიბა მთავრობა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის არ ქონის გამო 13 დღეში ვაჯპაი გადადგა. ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია რომელსაც „მესამე ფრონტი“ უწოდეს.

1998 წელს ვაჯპაიმ კვლავ შეძლო ეროვნულ დემოკრატიული ალიანსის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა კოალიციიდან ერთ-ერთი წევრის გასვლის შედეგად მთავრობას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ კოლაიციაში სხვა პარტიის შესვლის შედეგად ვაჯპაი კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება ამჯერად 2004 წლამდე. ვაჯპაის პრემიერ-მინისტრობისას ინდოეთმა გამოსცადა პირველი ბირთვული იარაღი რაჯასტანის შტატის პოლიგონზე. 2004 და 2009 წლების არჩევნებში იმარჯვებს ეროვნული კონგრესი და სახალხო პარტია კვლავ წამყვანი ოპოზიციური ძალაა.

2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მისი კანდიდატი ნარენდრა მოდი 2014 წლის 21 მაისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება