ნასერ ალ-დინ შაჰ ყაჯარი (სპარს. ناصرالدین شاه قاجار; დ. 16 ივლისი, 1831 — გ. 1 მაისი, 1896) — ირანის შაჰი 1848-1896 წლებში. ყაჯარების მეოთხე წარმომადგენელი. მუჰამედ-შაჰ ყაჯარის ვაჟი.

ნასერ ალ-დინ შაჰი
ناصرالدین شاه قاجار
ყაჯართა ირანის მე-4 შაჰი
მმართ. დასაწყისი: 5 სექტემბერი, 1848
მმართ. დასასრული: 1 მაისი, 1896
წინამორბედი: მუჰამედ-შაჰ ყაჯარი
მემკვიდრე: მოზაფარ ალ-დინ შაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ივლისი, 1831
დაბ. ადგილი: თავრიზი, ირანი
გარდ. თარიღი: 1 მაისი, 1896
გარდ. ადგილი: თეირანი, ირანი
შვილები: 11 ვაჟი, 10 ქალიშვილი
სრული სახელი: ნასერ ალ-დინ შაჰ იბნ მუჰამედ შაჰ ყაჯარი
დინასტია: ყაჯარები
მამა: მუჰამედ-შაჰ ყაჯარი
დედა: მელექ იაჰან ხანუმი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ნასერ ალ-დინ შაჰი დაიბადა 1831 წლის 16 ივლისს, თავრიზში. ფათალი-შაჰის მემკვიდრის, მუჰამედ-შაჰ ყაჯარისა და მელექ იაჰან ხანუმის ოჯახში.

ირანის ტახტზე ავიდა 1848 წელს, მამამისის, მუჰამედ-შაჰ ყაჯარის გარდაცვალების შემდეგ.

ნასერ ალ-დინ შაჰი იყო ირანის ერთადერთი თანამედროვე მონარქი, რომელსაც ჰქონდა ვიზიტი ევროპაში. 1873 წელს და 1878 წელს. და როგორც ცნობილია, იგი აღფრთოვანებული დარჩა იქ ნანახი ტექნოლოგიით. ის გახდა ერთადერთი სპარსი მონარქი, რომელმაც მიიღო გაერთიანებული სამეფოს უდიდესი — ჩივალრის ორდერი. იგი ძალიან მოხიბლა ფოტოგრაფიამ. თავდაპირვილად, თავისთვის გადააღებინა ასზე მეტი სურათი.

ნასერ ალ-დინ შაჰის მმართველობის პერიოდში გატარებულ რეფორმათა უმრავლესობა ამირ ქაბირის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გატარდა. იგი იყო ძალიან ეფექტიანი. მან დაიმორჩილა სასულიერო პირები და საერო ძალაუფლება. გააცნო მათ სატელეგრაფო და საფოსტო მომსახურება. მისი მმართველობის პერიოდში გაიხსნა პირველი სკოლა და დაიბეჭდა პირველი გაზეთი. ამირმა მოახერხა აჯანყებულების დამარცხება ირანის სხვადასხვა პროვინციებში, ააშენა რამდენიმე ქარხანა. თუმცა 1852 წელს შაჰის ბრძანებით ამირ ქაბირი ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

1872 წელს, ნასერ ალ-დინ შაჰის ბრძანებით, დაიწყო რკინიგზის მშენებლობა მთელ ირანში. ხოლო 1890 წელს, შაჰი იძულებული გახდა, რომ დაეშვა თამბაქოს ყიდვა-გაყიდვა ირანში.

ნასერ ალ-დინ შაჰს 1896 წლის 1 მაისს, თეირანში, შაჰ-აბდოლ-აზიმის მეჩეთის მოლოვცის დროს თავდასხმა მოუწყვეს. ის რევოლვერით მოკლა ქურთმა რევოლუციონერმა, მირზა რეზა ქერმანელმა.

შაჰს ჰყავდა 11 ვაჟი და 10 ქალიშვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ირანის ტახტზე ავიდა მისი რიგით მე-6 ვაჟი - მოზაფერ ად-დინ მირზა (მომავალში, მოზაფარ ალ-დინ შაჰი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება