აბას-მირზა
აბას-მირზა (სპარს. عباس میرزا; დ. 20 აგვისტო, 1789 — გ. 25 ოქტომბერი, 1833) — ირანის სახელმწიფო მოღვაწე, ფათალი-შაჰის ძე და მემკვიდრე. აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. ირანის სახელმწიფო საქმებისა და საგარეო პოლიტიკის ფაქტობრივი გამგებელი. ძირითად ამოცანად მიაჩნდა ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნა. სარდლობდა ირანის ლაშქარს რუსეთ-ირანის პირველი (1804-1813) და მეორე (1826-1828) ომების დროს. სცადა ირანის სამხედრო ძალების ევროპულ წესზე რეორგანიზაცია. აბას-მირზამ მჭიდრო კავშირი დაამყარა საქართველოს რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართველ ფეოდალებთან, რომელთა ერთი ნაწილი თავრიზში მის კარზე იმყოფებოდა. 1828 იძულებული გახდა ხელი მოეწერა რუსეთთან თურქმანჩაის ზავზე და ეცნო ამიერკავკასიაში ირანის სამფლობელოების დაკარგვა.
აბას-მირზა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 აგვისტო, 1789 მაზანდარანი, ირანი |
გარდაცვალების თარიღი |
25 ოქტომბერი, 1733 (44 წლის) მეშჰედი, ირანი |
დაკრძალულია | მეშჰედი |
ეროვნება | ირანელი |
მემკვიდრე | მუჰამედ-შაჰ ყაჯარი |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) | ასიე ხანუმი |
მშობლები | მამა: ფათალი-შაჰ ყაჯარი |
შვილები
რედაქტირება- მუჰამედ მირზა (1808–1848)
- ბაჰრამ მირზა (1806–1882)
- ჯაჰანგირ მირზა (1810–1853).
- ბაჰმან მირზა (1810–1884).
- ფერიდუნ მირზა (1810–1855)
- ისქანდერ მირზა (1810–1856)
- ხოსრო მირზა (1811–1883).
- ქაჰრამან მირზა.
- არდაშირ მირზა (1807–1866)
- აჰმად მირზა.
- ჯაფარ ყული მირზა.
- მუსტაფა ყული მირზა.
- მურად მირზა (1822–1882)
- მანუჩეჰრ მირზა.
- ფერჰად მირზა (1818–1888)
- ფირუზ მირზა (1818–1886).
- ჰანლარ მირზა (1812–1862)
- ბაჰადურ მირზა.
- მუჰამედ რაჰიმ მირზა.
- მეჰდი ყული მირზა (1812–1854)
- ჰამზა მირზა.
- ილდირიმ ბაიეზიდ მირზა.
- ლუთფულაჰ მირზა.
- მუჰამედ ქერიმ მირზა.
- ჯაფარ მირზა.
- აბდულა მირზა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 16.
- კაციტაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 16.
- ზ. შარაშენიძე, ირანის შინაპოლიტიკური ვითარება და საგარეო ურთიერთობანი XIX საუკუნის დასაწყისში, თბ., 1984