ჯალალედინი
ჯალალ ად-დინ მანგუბერდი (სპარს. جلال الدین منگبرنی Jalāl al-Dīn Menguberdī ან მანკბურნი), საქართველოში უკეთ ცნობილი, როგორც ჯალალედინი — ხვარაზმთა იმპერიის ბოლო მმართველი. 1220 წელს ჩინგიზ ყაენის მიერ მამამისი ალაადინ მუჰამად II-ის დამარცხების შემდეგ ტახტზე ჯალალედინი ავიდა, თუმცა შაჰის ტიტული უარყო და თავს სულთანს უწოდებს. მონღოლთა შემოსევისა და სამარყანდის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა ინდოეთში გაქცეულიყო 5 ათას კაციანი ამალით. მაგრამ მდინარე ინდთან მას მონღოლები დაეწივნენ და ამალა დაუხოცეს.
ჯალალ ად-დინ მანგუბერდი | |
---|---|
جلال الدین منگبرنی | |
ხვარაზმთა იმპერიის 35-ე მმართველი | |
მმართ. დასაწყისი: | 1220 |
მმართ. დასასრული: | 1231 |
წინამორბედი: | ალაადინ მუჰამად II |
მემკვიდრე: | — |
გარდ. თარიღი: | 1231 |
გარდ. ადგილი: | ქურთისტანი |
დინასტია: | ბექდინები |
მამა: | ალაადინ მუჰამად II |
ჯალალედინმა თავის დაღწევა მოახერხა და სამი წელი ინდოეთში გაატარა, სანამ სპარსეთში დაბრუნდებოდა. აქ ის საკუთარ არმიას უყრის თავს და იმპერიას იბრუნებს. ჯალალედინი ძალაუფლების კონსოლიდაციას მაინც ვერ ახერხებს და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი მონღოლთა, ტახტის პრეტენდენტთა და თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლებში ატარებს.
საბოლოოდ ის ძალაუფლებას სპარსეთში მონღოლებს უთმობს ალბორზის მთების ბრძოლაში და კავკასიაში გარბის, მანამდე ის ქალაქ თავრიზს, ხოლო კავკასიაში თბილისს იღებს 1226 წელს.[1] ის მცირე ხნით თურქ-სელჩუკებს ამარცხებს და ქალაქ ხლათს იღებს, თუმცა მოგვიანებით სულთანმა ქაიყუბად I-მა დაამარცხა იასი ჩემენის ბრძოლაში 1230 წელს. 1231 წელს იგი სელჩუკების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.
ჯალალედინის მიმდევრები მისი ერთგული დარჩნენ და სელჩუკთა მიწებს არბევდნენ ჯაზირასა და სირიაში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აიუბიდის სულთანმა სალი აიუბმა მოგვიანებით ისინი დაიქირავა საკუთარი ბიძის, სალიჰ ისმაილის მოსაკლავად და მათ 1244 წელს იერუსალიმი აიღეს. „ხვარეზმელები“, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ, ეგვიპტის მამლუქებად მსახურობდნენ შემდგომში, სანამ ისინი საბოლოოდ მანსურ იბრაჰიმმა არ გაანადგურა.
1226 წელს, როდესაც ჯალალედინმა აიღო თბილისი, მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა. საკუთარი რწმენა ანუ მართლმადიდებლობა ერდროულად 100 000-მა ქართველმა დაიცვა. მათ თავი გასწირეს და არ გაიარეს ხიდზე გაწყობილ ხატებზე. ვინც არ გაივლიდა, მას თავს კვეთდნენ. 100 000-ზე მეტმა ტყვემ ხატებზე არ გაიარა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის 100 000 უდიდესი გმირი წმინდანად შერაცხა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 533.
- Grousset, Rene, The Empire of the Steppes, Rutgers University Press, 1991
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Grousset, Rene, The Empire of the Steppes, (Rutgers University Press, 1991), 260