განჯა-ყაზახის რეგიონი
განჯა-ყაზახის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Gəncə-Qazax iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის ქალაქები: განჯა და ნაფთალანი; ასევე რაიონები: აღსთაფის, ყაზახის, დაშქესანის, გადაბეის, თოუზის, გორანბოის, გოიგოლის, სამუხის და შამქორის.
ფართობი — 12 300 კმ², რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 14,4 % შეადგენს. მოსახლეობა — 1240,8 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1]
ეკონომიკა
რედაქტირებარეგიონის მთავარი მიწისქვეშა რესურსება: ნავთობი, ბუნებრივი აირი, კობალტი, ბარიტი, რკინის მადანი, კირქვა, მარმარილო, თაბაშირი, ცეოლითი, ბენტონიტური, ცემენტის ნედლეული, დაშქესანის რკინის საბადო, ოქრო და სპილენძი.
ელექტროენერგია წარმოდგენილია განჯის, შამქორის და იენიქენდის ჰესებით. დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია ასევე მდინარე მტკვარის ნაწილს, რომელიც მიედინება რეგიონის ტერიტორიაზე.
რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მძიმე მრეწველობას, რომელიც წარმოდგენილია მანქანათმშენებლობის, ინსტრუმენტი მიღების, საკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აწყობის საწარმოებით.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებაკარტოფილის მოყვანა, მარცვლეულობა და მევენახეობა, ასევე არის რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სფერო. ასევე განვითარდა მებოსტნეობა, მეხილეობა და მესაქონლეობა.
ტრანსპორტი
რედაქტირებაკასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობი და ბუნებრივი აირი ტრანსპორტირდება ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის, ბაქო - სუფსის და ბაქო - თბილისი - ერზრუმის გაზსადენით, რომელიც გადის ამ რეგიონის ტერიტორიაზე. მთავარი სარკინიგზო და საგზაო მარშრუტები, რომლებიც აკავშირებენ აზერბაიჯანს საქართველოსთან და შავ ზღვასთან, ასევე გადის ამ ტერიტორიაზე.
ტურიზმი
რედაქტირებახელსაყრელი კლიმატური პირობები საშუალებას აძლევს შეიქმნას აქ საერთაშორისო მნიშვნელობის სამკურნალო და სპორტული კომპლექსები. რეგიონში, ზღვის დონიდან 1566 მეტრზე, მდებარეობს რეკრეაციული ზონა გოიგოლი და ჰაჯიქენტი, აგრეთვე მსოფლიოში ცნობილი სამედიცინო და საკურორტო ცენტრი „ნაფტალანი“.