განჯის სახელმწიფო ფილარმონია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

განჯის სახელმწიფო ფილარმონია[1] (აზერ. Fikrət Əmirov adına Gəncə Dövlət Filarmoniyası) — საკონცერტო კომპლექსი განჯაში. განჯის ფილარმონიის შენობა აშენდა არქიტექტორ რამის ჰუსეინოვის პროექტის მიხედვით და მდებარეობს ჯავად-ხანის და ჰასან ბეი ზარდაბის ქუჩების კვეთაზე. განჯის ფილარმონია დაფუძნებულ იქნა უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ 1935-1936 წლებში. 1949 წელს განჯის სახელმწიფო ფილარმონიამ შეწყვიტა თავისი საქმიანობა, მაგრამ 1990 წელს კვლავ განაახლა.

განჯის სახელმწიფო ფილარმონია
მდებარეობა განჯა, აზერბაიჯანი
დასრულების თარიღი 2012-2017

განჯის ფილარმონია დაფუძნდა უზეირ ჰაჯიბეკოვის ინიციატივით 1935-1936 წწ. დიდი სამამულო ომის მსვლელობის დროს ფიქრეთ ამიროვი დაბრუნდა განჯის ფილარმონიაში. 1946-1949 წლებში ფილარმონიას ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი მაგომედ ბურიალიევი. 1949 წელს განჯის სახელმწიფო ფილარმონიამ შეწყვიტა თავისი საქმიანობა.

1959 წელს კომპოზიტორ ხალი ჯაფაროვის მიერ განჯაში დაიწყო ფუქნციონირება ცეკვისა და მუსიკის ანსამბლმა. 1969 წელს შირინ რზაევმა შექმნა პირველი სიმფონიური ორკესტრი განჯაში. მოგვიანებით სახალხო არტისტის, ფიქრეთ ვერდიევის ხელმძღვანელობით, განჯაში დაიწყო ფუნქციონირება ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „გიოი-გიოლმა“. შემდგომ ჰეიდარ ალიევის ინიციატივით და დახმარებით ანსამბლმა „გიოი-გიოლმა“ მიიღო სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. ასევე ამ პერიოდში თავისი მოღვაწეობა დაიწყო განჯის კამერულმა ორკესტრმა. 1990 წელს აღდგა განჯის სახელმწიფო ფილარმონიის საქმიანობა.

არქიტექტურა

რედაქტირება

განჯის სახელმწიფო ფილარმონია აშენდა ნიზამის რაიონში, ჯავადხანისა და ხასან-ბუხტა ზარდაბის ქუჩების კვეთაზე, სადაც ადრე განლაგებული იყო ბაქოს კინოთეატრი. ექვს სართულიანი შენობა აშენებულია კლასიციზმის სტილში.

განჯის სახელმწიფო ფილარმონიაში ასევე არის 1200 კაციანი საკონცერტო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი 300 კაცზე და 1 VIP-დარბაზი. უზეირ ჰაჯიბეკოვის, ფიქრეთ ამიროვის, ყარა ყარაევის, ნიაზისა და არიფ მელიკოვის სკულპტურები განლაგებულია ამ შენობის მესამე სართულზე. ღია ცისქვეშ აშენებულია ორსართულიანი გალერეა ორი ღია დარბაზით, საკონცერტო კოშკით, 500 ადგილიანი ავტოსადგომით და საერთო 2000 კვ.მ. ფართობით.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ფიქრეთ ამიროვის სახელობის განჯის სახელმწიფო ფილარმონია იმყოფება აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში. 1996-2016 წლებში განჯის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, სახელმწიფო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის „გიოი-გიოლის“ სამხატვრო ხელმძღვანელი — შაჰნაზ ჰაზიმოვა.[2]

  1. Mədəniyyət. Gəncə şəhər İcra Hakimiyyəti. ციტირების თარიღი: 11.11.2017.
  2. „Gəncə filarmoniyasının xanım direktoru ətrafında qalmaqal“. musavat.com. Müsavat qəzeti. 18.02.2017. ციტირების თარიღი: 11.11.2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)