ფიქრეთ ამიროვი
ფიქრეთ მეშადი ჯამილ-ოღლუ ამიროვი (აზერ. Fikrət Məşədi Cəmil oğlu Əmirov) (დ. 22 ნოემბერი, 1922, განჯა — გ. 20 თებერვალი, 1984, ბაქო) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1965), აზერბაიჯანის სსრ-ის IV – IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სკკპ წევრი 1947 წლიდან.
1948 წელს დაამთავრა ბაქოს კონსერვატორია (პროფესორ უზეირ ჰაჯიბეკოვისა და პროფესორ ბ. ზეიდმანის კლასები). შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1940 წლიდან. მუშაობდა კიროვაბადის (19*42–1943), ბაქოს მუსლიმ მაგომაევის სახელობის (1947) ფილარმონიების სამხატვრო ხელმძღვანელად. 1956–1959 წლებში ბაქოს ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად. ფიქრეთ ამიროვი ავტორის ოპერებისა: „ულდუზი“, „სევილი“ (დაიდგა 1953), მუსიკალური კომედიებისა „გულთა მომტაცებლები“ (1944), „სასიხარულო ცნობა“ (1946), სიმფონიური მუღამებისა „შური“, „ქურდ-ოვშარი“ (1948, სახელმწიფო პრემია, 1949). მასვე ეკუთვნის სიმფონიური სიუიტა „აზერბაიჯანი“ (1950), ერთმოქმედებიანი ბალეტი „თქმულება ნასიმიზე“ (1973), სამი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, მრავალი რომანსი და დამუშავებული ხალხური სიმღერა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 398-399.