თქმულება ნასიმიზე
თქმულება ნასიმიზე (აზერ. Nəsimi haqqında dastan) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორის ფიქრეთ ამიროვის ქორეოგრაფიული პოემა, ერთმოქმედებიანი ბალეტი, რომელიც დაწერილ იქნა 1973 წელს. ლიბრეტოს ავტორია ანარი.[1][2]
თქმულება ნასიმიზე | |
---|---|
კომპოზიტორი | ფიქრეთ ამიროვი |
ლიბრეტოს ავტორი | ანარი |
სიუჟეტის წყარო | ნასიმის ბიოგრაფია |
ქორეოგრაფი | ნაილია ნაზიროვა |
ნაწარმოები დაიწერა ნასიმის 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თავდაპირველად ქორეოგრაფიული მნაწარმოები დაწერილ იქნა სიმფონიური ორკესტრის, ქალთა გუნდის, ტენორისა და ბალეტის დასისთვის. მოგვიანებით ავტორმა შექმნა საორკესტო რედაქცია ბალეტისთვის.[3] ბალეტის პირველი წარმოდგენა გაიმართა ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.