პუტრაჯაია
პუტრაჯაია ოფიციალურად პუტრაჯაიას ფედერალური ტერიტორია — მალაიზიის ადმინისტრაციული დედაქალაქი და ფედერალური ტერიტორია. მთავრობა კუალა-ლუმპურიდან პუტრაჯაიაში 1999 წელს გადავიდა. კუალა-ლუმპური რჩება ეროვნულ დედაქალაქად, სადაც არის მეფის რეზიდენცია და განთავსებულია პარლამენტი. პუტრაჯიის იდეა ეკუთვნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მაჰატჰირ მოჰამადს. ის 2001 წელს კუალა-ლუმპურისა და ლაბუანის შემდეგ მალაიზიის მესამე ფედერალური ტერიტორია გახდა.
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
პუტრაჯაია ڤوتراجاي | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კოორდინატები | 2°55′00″ ჩ. გ. 101°40′00″ ა. გ. / 2.91667° ჩ. გ. 101.66667° ა. გ. | ||
დაარსდა | 1995 | ||
ფართობი | 49[1] კმ² | ||
მოსახლეობა | 88,300[2] კაცი (2015) | ||
სიმჭიდროვე | 1,800 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
საფოსტო ინდექსი | 62000–62999 | ||
ოფიციალური საიტი | ppj.gov.my | ||
სახელი მალაიზიის პირველი პრემიერ-მინისტრის ტუნკუ აბდულ რაჰმან პუტრა ალ-ჰაჯის პატივსაცემად ჰქვია. ტერიტორია წარმოადგენს ანკლავს შტატ სელანგორის სეპანგის ოლქში. პუტრაჯაია ასევე არის სპეციალური ეკონომიკური ზონის MSC Malaysia-ს ნაწილი. სანსკრიტზე პუტრა ნიშნავს უფლისწულს, ხოლო ჯაია გამარჯვებას. პუტრაჯაიას განვითარება 1990-იანების დასაწყისში დაიწყო და დღეისთვის ძირითადი ტერიტორიული მოწყობა დასრულებულია.
დამეგობრებული ქალაქებირედაქტირება
- საიბერჯაია, მალაიზია.
- სეჯონი, სამხრეთი კორეა[3]
გალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- King, Ross: Kuala Lumpur and Putrajaya: Negotiating Urban Space in Malaysia, Nias Press, 2008
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პუტრაჯაია“ ვიკისაწყობში.
- Putrajaya, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი
- Tourism Malaysia – Putrajaya დაარქივებული 2014-07-03 საიტზე Wayback Machine.
- Traveller's guide to Putrajaya დაარქივებული 2010-12-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Laporan Kiraan Permulaan 2010. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2010. ციტირების თარიღი: 24 January 2011.
- ↑ Population by States and Ethnic Group. Department of Information, Ministry of Communications and Multimedia, Malaysia (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 February 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2015.
- ↑ Yeen, Oh Ing. Closer ties between Putrajaya and Sejong, Korea - Community | The Star Online. ციტირების თარიღი: 2017-02-13