ტუნკუ აბდულ რაჰმან პუტრა ალ-ჰაჯი (მალ. Tunku Abdul Rahman Putra Al-Haj ibni Almarhum Sultan Abdul Hamid Halim Shah; დ. 8 თებერვალი 1903, ალორ-სეტარი, კედაჰის სასულთნო — გ. 6 დეკემბერი 1990, კუალა-ლუმპური) — დამოუკიდებელი მალაიის ფედერაციის პირველი პრემიერ-მინისტრი, პრინცი (პუტრა). 1962-1986 წლებში მალაიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

აბდულ რაჰმანი
აბდულ რაჰმანი
მალაიზიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 აგვისტო, 1957 – 22 სექტემბერი, 1970
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეჰუსეინ აბდულ რაზაკი

დაბადებული8 თებერვალი, 1903
ალორ-სეტარი
გარდაცვლილი6 დეკემბერი, 1990
კუალა-ლუმპური
რელიგიასუნიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აბდულ რაჰმანი დაიბადა 1903 წლის 8 თებერვალს კედაჰის სასულთნოში. 1920–1931 წლებში სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში. იაპონიის მიერ მალაიზიის ოკუპაციის პერიოდში (1941–1945) კედაჰის სასულთნოს ადმინისტრაციაში მუშაობს.

1951 წელს სათავეში ჩაუდგა მალაიზიის გაერთიანებულ ეროვნულ ორგანიზაციას — პოლიტიკურ ძალას, რომელიც მალაიების ინტერესებს იცავდა. 1955 წელს სამი ეროვნული პარტიის (მალაიზიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია, მალაელთა ჩინური ასოციაცია და მალაელთა ინდური კონგრესი) გაერთიანების შემდეგ გახდა მათი ხელმძღვანელი, ხოლო 1955 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული პარტიის გამარჯვების შემდეგ — მალაიის ფედერაციის მთავარი მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

1956 წელს ხელმძღვანელობდა მალაიის ფედერაციის დელეგაციას ლონდონში, სადაც დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან განიხილავდა ფედერაციისათვის დაუყოვნებლივ მიენიჭებინათ თვითმმართველობა, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლობა. 1957 წლის 31 აგვისტოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კვლავ მთავრობის მეთაურია, დაიკავა პრემიერ-მინისტრისა და მალაიზიის ფედერაციის (1963 წლიდან - მალაიზია) საგარე საქმეთა მინისტრის თანამდებობები.

1961 წელს შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მალაიის ფედერაცია და ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები სინგაპური, საბაჰი, სარავაკი და ბრუნეი უნდა გაერთიანებულიყვნენ მალაიზიის ფედერაციაში. 1963 წლის 16 სექტემბერს გაერთიანება შედგა (ბრუნეის გარეშე; სინგაპური ფედერაციიდან გამოვიდა 1965 წლის 9 აგვისტოს). 1967 წელს მალაიზია გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ასეანი) ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1960-იან წლებში ქვეყანაში გაძლიერდა შიდა ეთნიკური დაპირისპირებები (განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქვეყანაში მიიღეს კანონი ენის შესახებ და მალაიური ენა ქვეყნის ოფიციალურ ენად გამოაცხადეს), რის გამოც 1969 წელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლება პრაქტიკულად მთავრობიდან გადავიდა ეროვნული ოპერატიული საბჭოს ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჰუსეინ აბდულ რაზაკი, რომელიც 1970 წელს თავად გახდა პრემიერ-მინისტრი.

აბდულ რაჰმანს 1969-1973 წლებში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა.

ტუნკუ აბდულ რაჰმანი გარდაიცვალა 1990 წლის 6 დეკემბერს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია კედაჰის სამეფო მავზოლეუმში.

აბდულ რაჰმანის ხსოვნა

რედაქტირება

აბდულ რაჰმანს მალაიზიაში მიიჩნევენ როგორც „დამოუკიდებლობის მამა“. მის სახელს ატარებენ:

აბდულ რაჰმანი გამოსახულია ასევე საფოსტო მარკებზე:

  • 1991 — მარკა სერიით „მალიზიის პრემიერ-მინისტრები“;
  • 2003 — მარკა, რომელიც გამოუშვეს აბდულ რაჰმანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება