საბაჰი
საბაჰი (მალ. Sabah, ჯავი: سابه) — მალაიზიის სასულთნო. მალაიზიის 13 შტატიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კოტა-კინაბალუ. მდებარეობს კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | კოტა-კინაბალუ | ||||
კოორდინატები | 5°18′00″ ჩ. გ. 117°00′00″ ა. გ. / 5.30000° ჩ. გ. 117.00000° ა. გ. | ||||
მმართველი | Tun Fuad Stephens, Peter Lo Sui Yin, Mustapha Harun, Mohammad Said Keruak, Tun Fuad Stephens, Harris Salleh, Mustapha Harun, Joseph Pairin Kitingan, Sakaran Dandai, Salleh Said Keruak, Yong Teck Lee, Bernard Giluk Dompok, Osu Sukam, Chong Kah Kiat, Musa Aman და Shafie Apdal | ||||
ფართობი | 73 619 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 095 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 3 206 742 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 43,56 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 087-089 | ||||
საფოსტო ინდექსი | 88000–91999 | ||||
ISO 3166 კოდი | MY-12[1] | ||||
ოფიციალური საიტი | sabah.gov.my/cms/ | ||||
![]() | |||||
საბაჰის შტატი სიდიდით მეორეა მალაიზიაში. მას ასევე უწოდებენ Negeri di bawah bayu-ს, რაც ითარგმნება, როგორც „ქვეყანა ქარების ქვეშ“. ადრე, როგორც დიდი ბრიტანეთის კოლონია ეწოდებოდა ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეო[2][3][4][5], მოგვიანებით მიიღო მალაიზიის ფედერაციის შტატის სტატუსი[6].
დასავლეთით ესაზღვრება კუნძულ კალიმანტანზე მდებარე მალაიზიის შტატი სარავაკი, სამხრეთით — ინდონეზია, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სულავესის, სულუსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვები.
გეოგრაფიარედაქტირება
საბაჰის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი კუნძულთშორისი ზღვა: სულავესი და სულუ. სანაპირო ხაზ საკმაოდ დანაწევრებულია და წარმოქმნილია რიგი დახურული წყალმარჩხი ცურვისთვის ხელსაყრელი ზღვის უბეები. მათ შორის ბრუნეის უბე დასავლეთით, მურუდი — ჩრდილოეთით, ლაბუკი და დარველი — აღმოსავლეთით. ზოგან სანაპირო ხაზზე გვვხვდება კლდოვანი კუნძულები შხერები. სულუსა და სულავესის ზღვების ნაპირებზე მრავალი თავთხელი, მცირე კუნძულები და მარჯნის რიფებია, რომლებიც აფერხებენ ნავიგაციას.
შტატის ყველაზე მნიშვნელოვანი კუნძულებია სებატიკი, რომელსაც საბაჰის შტატი სანახევროდ იყოფს ინდონეზიასთან, ასევე ბანგი, ჯამბონგანი, მალავალი, ტიმბუნ-მატა და ბუმ-ბუმი.
საბაჰის შტატის თითქმის მთელი ტერიტორია, გარდა ვიწრო სანაპირო ზოლისა, უჭირავს დაბალ მთაგორებს, რომელიც დასავლეთით გადადის მთიან მასივ კროკერში. აღნიშნული ქედის ჩრდილლოეთ ნაწილში მდებარეობს მალაიზიისა და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმაღლესი მწვერვალი — მთა კინაბალუ (4 095 მ).
შტატის ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა კინაბატანგანი (560 კმ.). თავის ზემო და შუა დინებაში იგი მიედინება ვიწრო ხეობაში, რომელიც კვეთს მთიანეთის ცენტრალურ ნაწილს. კინაბატანგანი, ასევე სეგამა, ლაბუკი და სუგუტი მიედინებიანდასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და ერთვიანსულუს ზღვას. სამხრეთ ჩინეთის ზღვას ერთვის ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მდინარე პადასი, რომლის დელტაშიც ბრუნეის ყურეში, წარმოიქმნება დაჭაობებული კუნძულები.
საბაჰის კლიმატი ეკვატორულია, მუდმივად ცხელი და ტენიანი. მთაში კლიმატი უფრო ზომიერია, უფრო ზემოთ კი გრილი. ნალექების წლიური რაოდენობა დაბლობზე 3750 მმ-ის, ხოლო მთებში 5 000 მმ-ის ტოლია.
ისტორიარედაქტირება
საბაჰის შტატი ინგლისელებმა დაიკავეს 1881 წელს და მიიღო პროტექტორატის სტატუსი. 1946 წელს დაარსდა სამეფო კოლონია ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეო, ხოლო 1963 წელს შევიდა მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში.
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
შტატი იყოფა ხუთ რაიონად:
№ | რაიონი | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2006)[7] |
---|---|---|---|---|
1 | დასავლეთი სანაპირო | კოტა-კინაბალუ | 7 588 | 954 000 |
2 | შიდა ოლქი | ბოფორტი | 18 298 | 421 000 |
3 | კუდატი | კუდატი | 4 623 | 190 000 |
4 | სანდაკანი | სანდაკანი | 28 205 | 676 000 |
5 | ტავაუ | ტავაუ | 14 905 | 757 000 |
მოსახლეობარედაქტირება
ოფიციალური მონაცემებით შტატში ცხოვრობს 32 ეთნოსის წარმომადგენელი. შტატის მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს მალაიურ ენაზე, ფართოდაა გავრცელებული ასევე ინგლისური და ჩინური ენებიც.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
- ↑ Организации Объединенных Наций список неправительственных организаций, несамоуправляющихся территорий, Северное Борнео и Саравака
- ↑ Членов Организации Объединенных Наций
- ↑ Договоров Организации Объединенных Наций No. 8029 между Филиппины, Федерация Малайи и Индонезии (31 Июнь 1963)
- ↑ Договоров Организации Объединенных Наций No. 8809, Соглашение об осуществлении соглашения Маниле
- ↑ No.10760: Соглашение об Малайзии (pdf). Договоров Организации Объединенных Наций коллекция. Организации Объединенных Наций (Июль 1963). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-14. ციტირების თარიღი: 2010-07-29.
- ↑ «Monthly Statistical Bulletin, January 2007: Sabah», Department of Statistics Malaysia, Sabah.