კოტა-კინაბალუ

ქალაქი მალაიზიაში

კოტა-კინაბალუ (მალ. Kota Kinabalu არაბ. کوتا کينا بالو, ჩინ.: 亚庇) ადრე ცნობილი როგორც ჯესელტონი[4]ქალაქი მალაიზიაში. საბაჰის შტატისადა დასავლეთი სანაპიროს რაიონის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაპირზე. ქალაქის დასავლეთით ტუნკუ აბდულ რაჰმანის ეროვნული პარკი მდებარეობს, ხოლო მეორე მხარეს მთა კინაბალუ მდებარეობს, რომელმაც მისცა დასახელება ქალაქს. კოტა-კინაბალუს მოსახლეობის რაოდენობაა 452 058 კაცი[5], ხოლო აგლომერაციის ჩათვლით — 628 725 კაცი.[5] ამ მაჩვენებლებით იგი პირველი ქალაქია საბაჰის პროვინციაში და მეექვსე მალაიზიაში.

ქალაქი
კოტა-კინაბალუ
მალ. Kota Kinabalu

ზემოდან საათის ისრის მიხედვით: ტუნ მუსტაფას კოშკი, ხმალთევზას სტატუა, ვავასანის თანაკვეთა, ვისმა ტუნ ფუად სტეფინსი, ქალაქის ცენტრი, 1ბორნეო ჰიპერმოლი.
დროშა გერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
რეგიონი საბაჰი
რაიონი დასავლეთი სანაპირო
კოორდინატები 5°58′17″ ჩ. გ. 116°05′43″ ა. გ. / 5.97139° ჩ. გ. 116.09528° ა. გ. / 5.97139; 116.09528
მერი იო ბონ ჰაი
დაარსდა 1882
პირველი ხსენება 1931
ადრეული სახელები 1968-მდე ჯესელტონი
ამჟამინდელი სტატუსი 2000
ფართობი 351 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5[1]
მოსახლეობა 452 058 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 463 კაცი/კმ²
აგლომერაცია 628,725
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 88xxx; 89xxx
საფოსტო ინდექსი 088, 087
საავტომობილო კოდი

EJ, EJA, EJB (1967–1980)[2][3]

SA, SAA, SAB, SAC (1980–დღემდე)
ოფიციალური საიტი dbkk.sabah.gov.my
კოტა-კინაბალუ — მალაიზია
კოტა-კინაბალუ

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ქალაქს სახელი ეწოდა მთა კინაბალუს მიხედვით, რომელიც მდებარეობს 50 კმ. დაშორებით მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით. თავად სახელი კინაბალუ წარმოსდგება სიტყვისაგან Aki Nabalu, რომელიც ნიშნავს “ადგილს სადაც მიცვალებულებს მიაგებენ პატივს“. Aki ნიშნავს წინაპარს, ხოლო Nabalu მთას დუსუნის ენაზე[6]. არსებობს სხვა წყარო, რომლის მიხედვითაც Ki ნიშნავს „ცხოვრებას“, ხოლო Nabalu „მიცვალებულთა სულს“[7].

Kota მალაიური სიტყვაა და ნიშნავს „ციხესიმაგრეს“ ან „ქალაქს“.

XV საუკუნის შემდეგ ჯესელტონის მიმდებარე ტერიტორია ბრუნეის იმპერიის გავლენის ქვეშაა[8][9]. 1800-იანი წლების შემდეგ კალიმანტანზე მოღვაწეობას იწყებს ბრიტანეთის ჩრდილოეთ ბორნეოს კომპანია, რომელმაც კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში დააარსა კოლონია ჩრდილოეთი ბორნეო[10]. სწორედ ამ პერიოდში 1882 წელს ბრიტანეთის ჩრდილოეთ ბორნეოს კომპანიამ დააარსა პატარა დასახლება დღევანდელი ქალაქის ადგილზე[11]. 1899 წელს აქ არსებობდა მეთევზეთა სოფელი აპი-აპი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქი და მთლიანად კუნძული მთლიანად იაპონელებმა დაიპყრეს. 1945 წელს ქალაქი დაბომბეს მოკავშირეებმა, რის შედეგადაც იგი პრაქტიკულად განადგურდა. იაპონელთა ოკუპაციის შემდეგ მას კვლავ აპი უწოდეს. იაპონელთა ოკუპაციის პერიოდში ქალაქ აპში რამდენიმე აჯანყებას ჰქონდა ადგილი ოკუპანტების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ძლიერი აჯანყება მოხდა 1943 წლის 10 ოქტომბერს. აჯანყების სათავეში იდგა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაკომპლექტებული დაჯგუფება. იაპონელებმა სასტიკად ჩაახშეს აჯანყება, მისი ლიდერი ალბერტ კოუკი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს 1944 წელს[12].

ომის შემდეგ, 1946 წელს ჩრდილოეთ ბორნეოში ბრიტანეთის სამეფო კოლონია დაარსდა. ახალმა კოლონიურმა მთავრობამ გადაწყვიტა სანდაკანის მაგივრად დედაქალაქი გადაეტანათ ჯესელტონში, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად იყო დაზარალებული ომის დროს. 1963 წელს ჩრდილოეთი ბორნეო მალაიზიის შემადგენლობაში შევიდა, ეწოდა საბაჰი, ხოლო მისი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ჯესელტონი[13]. 1967 წელს ეწოდა კოტა-კინაბალუ. ქალაქის სტატუსი აღუდგა 2000 წლის 2 თებერვალს[13].

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით კოტა-კინაბალუს მოსახლეობა შეადგენს 452 058 ადამიანს[14]. არა-მალაიზიელი მოსახლეობის წილია 24,5 % (110 556), ჩინელები — 20.7% (93 429), ბაჯო — 16.13% (72 931).

მოსახლეობა ძირითადად ლაპარაკობს მალაიურ ენაზე, ასევე ფართოდაა გავრცელებული ჩინური ენა[15].

2010 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობა შედგება შემდეგი ძირითადი ეთნიკური ჯგუფებისგან:[14]

კოტა-კინაბალუს ეთნიკური ჯგუფები, 2010
ეთნოსი რაოდენობა პროცენტულობა
მალაიზიელი ჩინელები 93,429 20.7%
ბაჯო 72,931 16.13%
კადაზან-დუსუნი 69,993 15.5%
სხვა ბუმიპუტრები 59,607 13.2%
ბრუნეელი მალაიზიელები 35,835 7.9%
მურუტები 2,518 0.6%
მალაიზიელი ინდოელები 2,207 0.5%
სხვა 5,482 1.21%
არა-მალაიზიელები 110,556 24.5%

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Malaysia Elevation Map (Elevation of Kota Kinabalu). Flood Map : Water Level Elevation Map. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2015. ციტირების თარიღი: 22 August 2015.
  2. Brumby, Victor. May 1 MALAYSIA UPDATE and NOTES ON SUFFIXES. European Registration Plate Association (Europlate) blog (1 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 December 2015. ციტატა: „About 1967, they added E as a prefix for new registrations in Sabah (for East Malaysia) (about 1967). and at unknown later date, added an S suffix to existing plates.“ ციტირების თარიღი: 10 December 2015.
  3. Malaysia license plates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2015. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
  4. Kota Kinabalu. ABC Sabah. ციტირების თარიღი: 12 August 2009.[მკვდარი ბმული]
  5. 5.0 5.1 Population Distribution by Local Authority Areas and Mukims, 2010 (page 1 & 8). Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2015. ციტირების თარიღი: 10 April 2012.
  6. Tamara Thiessen (2008). Borneo. Bradt Travel Guides, გვ. 155–. ISBN 978-1-84162-252-1. 
  7. Sorudim, Lesaya. (2 May 2005) KINABALU: Kina Balu , Aki Nabalu, or Ki Nabalu?. KDCA Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2007. ციტირების თარიღი: 15 January 2008.
  8. Frans Welman. Borneo Trilogy Volume 1: Sabah. Booksmango, გვ. 152–. ISBN 978-616-245-078-5. 
  9. Rozan Yunos. (20 January 2011) The History of Kota Kinabalu. The Brunei Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2014. ციტირების თარიღი: 10 May 2014.
  10. History of Sabah. Sabah Tourism Association (STA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 March 2013. ციტირების თარიღი: 21 May 2013.
  11. Tamara Thiessen (2012). Borneo: Sabah – Brunei – Sarawak. Bradt Travel Guides, გვ. 163–. ISBN 978-1-84162-390-0. ციტირების თარიღი: 17 June 2013. 
  12. Fujio, Hara (2013). რედ. Paul H. Kratoska: Southeast Asian Minorities in the Wartime Japanese Empire. Taylor & Francis, გვ. 111, 113. ISBN 978-1-136-12506-5. 
  13. 13.0 13.1 Sabah – Lest We Forget. Tourism Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 17 June 2013.
  14. 14.0 14.1 Total population by ethnic group, Local Authority area and state, Malaysia. Statistics Department, Malaysia (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2013. ციტირების თარიღი: 12 March 2012.
  15. 3. ABOUT KOTA KINABALU, SABAH (SGATAR 2011). Hasil.gov.my (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 22 May 2013.
  16. Global Friendship activities. City of Rockingham Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 17 March 2017.
  17. Remarks by Consul-General CHEN Peijie At the National Day Reception. Consulate General of the People's Republic of China in Kota Kinabalu (23 September 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 17 March 2017.
  18. Teh, Michael. Hakka communities of KK, Heyuan City, China have much in common. New Sabah Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 11 June 2013.
  19. 19.0 19.1 Julia Chan. (20 March 2015) KK-Portland sister city pact could see US craft beer coming to Sabah. Malay Mail Online. ციტირების თარიღი: 7 January 2017.
  20. KK formally establishes relations with Wuhan. Daily Express (27 May 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 17 March 2017.
  21. 21.0 21.1 Another city wants to be KK’s sister. The Borneo Post (23 April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 17 March 2017.
  22. Vladivostok's Sister Cities. Vladivostok City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 July 2015. ციტირების თარიღი: 27 July 2015.
  23. „Friendship Visit to Yongin by Kota Kinabalu City“. YONGIN City. 18 მარტი 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 5 March 2012.
  24. Taoyuan-KK Friendship Pact proposed. Daily Express (24 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 17 March 2017.
  25. Stephanie Lee. (9 January 2016) Partnership leads to growth. The Star. ციტირების თარიღი: 9 January 2016.