ჩინური კალენდარი
ჩინური კალენდარი — ლუნისოლარული კალენდარი (ლუნი – მთვარე, სოლარ – მზე), რომელიც მიიღეს მზისა და მთვარის კალენდრების ელემენტების შერწყმით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჩინელები იყენებენ გრიგორიანულ კალენდარს ყოველდღიური ხმარებისთვის, ჩინური კალენდარი კვლავაც გამოიყენება ისეთი ღირსშესანიშნავი ტრადიციულის დღესასწაულების გამოსათვლელად, როგორიცაა, ჩინური ახალი წელი (გაზაფხულის ფესტივალი) და შუა-შემოდგომის ფესტივალი, ისევე როგორც ასტროლოგიაში – ქორწინებისთვის ან შენობის საძირკვლის ჩაყრის შესაფერისი დღის შესარჩევად. ამ კალენდარს პირდაპირი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში აქვს მთვარის მიმდინარე ფაზის გამოსათვლელად, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეთათვის.
სხვა ტრადიციული აზიური კალენდრები მსგავსია, თუ არა იდენტური, ჩინური კალენდრისა: კორეული კალენდარი იდენტურია, ვიეტნამურ კალენდარში კატა ჩანაცვლებულია კურდღლით თორმეტ ცხოველში, ტიბეტური კალენდარი ოდნავ განსხვავდება ცხოველთა სახელებით, ხოლო ტრადიციული იაპონური კალენდარი იყენებს განსხვავებულ გამოთვლის მეთოდს, რაც ამ ორ კალენდარს შორის უთანხმოებას იწვევს ზოგიერთ წელიწადს. ჩინური (ანუ ჩინო-უიღურული) კალენდრის ელემენტები შემოვიდა ისლამურ სამყაროში მონღოლთა შემოსევების შედეგად. თორმეტ-წლიანი ციკლი, რომელიც შეიცავდა ცხოველთა თურქულ/მონღოლურ ინტერპრეტაციას ხმარებაში შემორჩა ქრონოლოგიური, ისტორიოგრაფიული და ბიუროკრატიული მიზმებისთვის სპარსულ და თურქულ ენოვან ქვეყნებში, მცირე აზიიდან ინდოეთის ჩათვლით, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ადრეულ ინდუსტრიულ ხანამდე. ირანში ეს სისტემა შემორჩა ადრეულ მე-20 საუკუნემდე სასოფლო-სამეურნეო და საგადასახადო აღრიცხვებში, ვიდრე 1925 წელს კანონით გაუქმდა (იხ. ირანული კალენდარი).
ჩინეთში მშობლიურ კალენდრად ითვლება ე.წ. "ფერმერთა კალენდარი" - ნუნგლი (გამარტივებული ჩინური: 农历; ტრადიციული ჩინური: 農曆; ფინინი: nónglì), რაც განსხვავდება "საერო კალენდრისაგან" - კუნგლი (გამარტივებული ჩინური:公历 ტრადიციული ჩინური:公曆; ფინინი: gōnglì), ან "დასავლური კალენდრისგან" - სილი (გამარტივებული ჩინური: 西历 ტრადიციული ჩინური:公曆; ფინინი: xīlì). ჩინური კალენდარი ასევე იწოდება "ძველ კალენდრად" - ძიული (გამარტივებული ჩინური: 旧历 ტრადიციული ჩნური: 舊曆; ფინინი: jiùlì), ახალი - სინლი (გამარტივებული ჩინური: 新历; ტრადიციული ჩნური: 新曆; ფინინი: xīnlì) ანუ გრიგორიანული კალენდრის შემოღების და ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ.
ჩინური კალენდრის მიხედვით წლები იყოფა როგორც: ვირთხის - 鼠 shŭ, შუ; ხარის - 牛 niú, ნიუ; ვეფხვის - 虎 hŭ, ხუ; კურდღლის - 兔 tù, თუ; დრაკონის - 龙 (龍) lóng, ლუნგ; გველის - 蛇 shé, შე; ცხენის - 马 (馬) mă, მა; თხის - 羊 yáng, იანგ; მაიმუნის - 猴 hóu, ხოუ; მამლის - 鸡 (鷄) jī, ძი; ძაღლის - 狗 gŏu, კოუ; ტახის - 猪 (豬) zhū, ჭუ წლებად.