იაპონური კალენდარი
1873 წლის 1 იანვრიდან იაპონელები იყენებენ გრიგორიანულ კალენდარს, თვეების ადგილობრივი სახელებით და ფიქსირებული დღესასწაულებით. 1873 წლამდე ლუნისოლარული კალენდარი გამოიყენებოდა, რომელიც ჩინურ კალენდარს ეფუძნებოდა.
წლები
რედაქტირებაგრიგორიანული კალენდრის ათვისების შემდგომ იაპონელები სამ სხვადასხვა კალენდარს იყენებენ (ან იყენებდნენ):
- დასავლური, საერთო ერა (西暦, სეირეკი)
- იაპონური ერა (年号, ნენგო), რომელიც ეყრდნობა თანამედროვე იმპერატორის მმართველობის ხანას, რომელშიც 2005 წელი შეესაბამება ჰაისეი 17-ს.
- იმპერიული წელი (皇紀, კოკი), რომელიც ეყრდნობა იაპონიის მითურ დაფუძნებას იმპერატორ ჯიმმუს მიერ ძვ. წ. 660 წელს.
სამიდან, პირველი ორი ამჟამადაც გამოიყენება; იმპერიული კალენდარი გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე.
თვეები
რედაქტირებათანამედროვე იაპონური თვეები სახელები პირდაპირ ითარგმნება როგორც "პირველი თვე", "მეორე თვე", და ა.შ. შესაბამისი რიცხვი კომბინირებულია ბოლოსართთან -გაცუ (თვე):
- იანვარი - 一月 (იჩიგაცუ)
- თებერვალი - 二月 (ნიგაცუ)
- მარტი - 三月 (სანგაცუ)
- აპრილი - 四月 (შიგაცუ)
- მაისი - 五月 (გოგაცუ)
- ივნისი - 六月 (როკუგაცუ)
- ივლისი - 七月 (შიჩიგაცუ)
- აგვისტო - 八月 (ჰაჩიგაცუ)
- სექტემბერი - 九月 (კუგაცუ)
- ოქტომბერი - 十月 (ჯუგაცუ)
- ნოემბერი - 十一月 (ჯუიჩიგაცუ)
- დეკემბერი - 十二月 (ჯუნიგაცუ)
ამასთან, ყოველ თვეს აქვს ტრადიციული სახელი, რომელიც დღემდე იხმარებაა, მაგალითად, პოეზიაში; თორმეტიდან, შივასუ დღესაც ყველაზე გავრცელებულია. წერილის ან მისასალმებელი სიტყვის პირველი პარაგრაფი როგორც წესი შეიცავს ერთ-ერთ ამ სახელთაგან, რათა მინიშნებულ იქნას ბუნების დრო. ზოგიერთ სახელს, როგორიცაა იაიოი და საცუკი, ორმაგი მნიშვნელობა აქვს და გამოიყენება ადამიანთა სახელებში (ქალთათვის). ამ თვეების სახელები შიგადაშიგ გამოჩნდება ხოლმე ჯიდაიგეკი-ზე, რაც ედოს პერიოდის ან უფრო ადრეულ სატელევიზიო წარმოდგენებს და ფილმებს ასახავს.
თვის დასახელება (გამოთქმა, პირდაპირი მნიშვნელობა):
- იანვარი - 睦月 (მუცუკი, მოფერების თვე)
- თებერვალი - 如月 ან 衣更着 (კისარაგი ან კინუსარაგი, სამოსის გამოცვლა)
- მარტი - 弥生 (იაიოი, ახალი სიცოცხლე; გაზაფხულის დასაწყისი)
- აპრილი - 卯月 (უზუკი, კურდღლის თვე)
- მაისი - 皐月 ან 早月 ან 五月 (საცუკი, მოკლე თვე)
- ივნისი - 水無月 (მინაცუკი ან მინაზუკი, წყლის თვე)
- ივლისი - 文月 (ფუმიზუკი, წიგნის თვე)
- აგვისტო - 葉月 (ჰაზუკი, ფოთლის თვე)
- სექტემბერი - 長月 (ნაგაცუკი, გრძელი თვე)
- ოქტომბერი - 神無月 (კან'ნაზუკი ან კამინაზუკი, უღმერთო თვე), 神有月 ან 神在月; (კამიარიზუკი, ღმერთის თვე – მხოლოდ იზუმოს პროვინციაში, სადაც გადმოცემით ყველა ღმერთი თავს იყრის ოქტომბერში ყოველწლიური თავშეყრისთვის იზუმოს ტაძარში.)
- ნოემბერი - 霜月 (შიმოცუკი, ყინვის თვე)
- დეკემბერი - 師走 (შივასუ, მღვდელთა თვე; ასე დაერქვა, რადგან მღვდლები განსაკუთრებით დატვირთული არიან წლის ბოლოს ლოცვებით.)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Japanese calendar tables and zodiac signs, in Kanji, Hiragana, Romaji, and English,
- Japanese calendar history by the National Diet Library
- The Lunar Calendar in Japan დაარქივებული 2007-04-02 საიტზე Wayback Machine.
- The Japanese Lunar Calendar დაარქივებული 2011-09-26 საიტზე Wayback Machine. Mechanics of the Japanese lunar calendar and hints on using NengoCalc (see below)
- Koyomi no page დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. in Japanese
- Koyomi no hanashi in Japanese
- Rokuyō calculator დაარქივებული 2006-04-15 საიტზე Wayback Machine. in Japanese
- Rokuyō calendar დაარქივებული 2008-08-20 საიტზე Wayback Machine. in English
- Convert Western Years to Japanese Years დაარქივებული 2012-02-27 საიტზე Wayback Machine. converts Gregorian calendar years to Japanese Emperor Era years (known as nengo)
- Japanese Year Dates დაარქივებული 2012-05-20 საიტზე Wayback Machine. Detailed explanations of Reign years, Era years, Cyclic years, Western years, Imperial years
- NengoCalc (Tool for converting Japanese dates into Western equivalents)
- This Year in Japan დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. Shows what the current year in Japan is
- Convert a Western year into a Japanese year (sci.lang.japan FAQ pages)
- Онлайн-конвертер японских дат в веб-приложении «Creounity Машина Времени». Принципы атрибутирования дат на монетах Японии
- DateConverter — Перевод дат между японским и григорианским календарями დაარქივებული 2016-05-07 საიტზე Wayback Machine.