ნათიქ ალიევი
ნათიქ აღამი ოღლუ ალიევი (აზერ. Natiq Ağaəmi oğlu Əliyev; დ. 23 ნოემბერი, 1947 – გ. 9 ივნისი, 2017) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, SOCAR-ის პრეზიდენტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგიის მინისტრი გარდაცვალებამდე.
ნათიქ ალიევი | |
---|---|
აზერ. Natiq Ağaəmi oğlu Əliyev | |
დაბადების თარიღი | 23 ნოემბერი, 1947 |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაცვალების თარიღი | 9 ივნისი, 2017 (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი |
მოქალაქეობა |
აზერბაიჯანი სსრკ |
განათლება | აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, დიდების ორდენი, Commander of the Cross of the Order of Merit of the Republic of Poland, კურმეტის ორდენი, Q25543519?, ღირსების ორდენი და medal "for 20 years of Kazakhstan's independence" |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებანათიქ ალიევი დაიბადა 1947 წლის 23 ნოემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანში. სკოლა დაამთავრა 1965 წელს.[1] 1970 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო აკადემია. იყო გეოლოგია-მინეარალოროგიის მეცნიერებათა დოქტორი. მან დაიწყო მუშაობა ამ სფეროში, როდესაც დასაქმდა „Xəzərdənizneft“ სახელმწიფო კონცერნში 1970 წელს. 1984 წლიდან ალიევი ინიშნება დეპარტამენტის მთავარ ინსტრუქტორად აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციაში. 1989-1991 წლებში მუშაობდა ეკონომიკურ-სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორად. 1992 წელს დაინიშნა Ipesko-ს ბაქოს წარმომადგენლობის ოფისის დირექტორად. ამავე დროს, იგი მუშაობდა კონსულტანტად SOCAR-ში, რომელიც ატარებდა კვლევებს გეოფიზიკური და გეოლოგიური პროექტებისათვის, კონსულტაციებს უწევდა ნავთობის მოპოვებას და განვითარებას, ტრანსპორტირებას და გადამუშავებას და ა. შ. [2]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1993 წელს იგი დაინიშნა პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დირექტორის საბჭოს თავმჯდომარედ და სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტად. მან შეინარჩუნა პრეზიდენტის პოსტი 2004 წლის 6 დეკემბრამდე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგიის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე.[2] სოკარის დირექტორის თანამდებობაზე შეცვალა როვნაგ აბდულაევმა.[3]
გარდაცვალება
რედაქტირებაალიევი გარდაიცვალა 2017 წლის 9 ივნისს, „Florence Nightingale Hospital“-ს საავადმყოფოში, სტამბოლში. ეს გამოიწვია ალიევის გულის პრობლემებმა რის გამოც გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ბაქოში მიიღო გულის შეტევა.[4][5]
ნაშრომები და ჯილდოები
რედაქტირებაალიევი იყო აზერბაიჯან-ჩირაგ-გუნეშლის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ის იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, სტატიის და წიგნის ავტორი. 2008 წელს აირჩიეს მოსკოვის საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის წევრად. ალიევს მიენიჭა ღირსების ორდენი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ნავთობის ინდუსტრიის განვითარებაში გაწეული სამსახურის გამო. მას ასევე მიენიჭა საქართველოს დიდების ორდენი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინრის მედალი..[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azerbaijan's energy minister Natig Aliyev dies - UPDATED. Azeri News Agency (9 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2021.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Biographies. Natig Aliyev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2010-11-12.
- ↑ „Azerbaijan's President Appoints New Industry and Energy Minister“. Caucaz Europenews. 2004-12-12. ციტირების თარიღი: 2010-11-12.
- ↑ Azerbaijan's energy minister dies at 69. Anadolu Agency. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
- ↑ Azeri energy minister Natig Aliyev dies of heart complaint in Turkey: Report. Zee News. ციტირების თარიღი: 9 June 2017.