მთავარი მენიუს გახსნა

ჯანსუღ ჩარკვიანი

ქართველი პოეტი
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩარკვიანი.

ჯანსუღ ჩარკვიანი (დ. 30 სექტემბერი 1931, სურმუში, საქართველოს სსრ — გ. 6 ნოემბერი, 2017, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი.

ჯანსუღ ჩარკვიანი
Jansugh Charkviani.jpg
დაბ. თარიღი 30 სექტემბერი 1931(1931-09-30)
დაბ. ადგილი სურმუში, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 6 ნოემბერი 2017(2017-11-06) (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, რუსთაველის პრემია, ღირსების ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიოგრაფიარედაქტირება

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ „ცისკრის” მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას” მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

გარდაიცვალა 2017 წლის 6 ნოემბერს, 86 წლის ასაკში.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება