სტოკჰოლმის ტერაქტი (2017)
2017 წლის 7 აპრილს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:50 წუთზე, შვედეთის უშიშროების სამსახურის (სეპო) ცნობით, ლუდის მიმწოდებელი სატვირთო მანქანა, დიდ სიჩქარეზე გადავიდა ხალხმრავალ ქუჩაზე და შეეჯახა ფეხით მოსიარულებს სტოკჰოლმში, შვედეთის დედაქალაქში. სატვირთოს ქვეშ დაიღუპა ოთხი ადამიანი, 15 ადამიანი დაიჭრა (აქედან 9 მდგომარეობა მძიმეა).[2][3][4][5][6]
2017 წლის სტოკჰოლმის ტერაქტი | |
---|---|
ქუჩის მონაკვეთი, სადაც სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა | |
მდებარეობა | ნორმალმი, სტოკჰოლმი, შვედეთი |
კოორდინატები | 59°19′57″ ჩ. გ. 018°03′43″ ა. გ. / 59.332722° ჩ. გ. 18.062194° ა. გ. |
თარიღი |
7 აპრილი 2017 დაახ. 14:50 (UTC+2) |
სამიზნე | სამოქალაქო პირები |
თავდასხმის ტიპი |
მანქანით თავდასხმა |
იარაღი | სატვირთო მანქანა |
დაღუპულები | 4[1] |
არასასიკვდილო დაზიანებები |
15+ (9 მძიმე)[1] |
თავდამსხმელები | რახმატ აკილოვი |
შვედეთის პოლიცია ამ თავდასხმას განიხილავს, როგორც ტერორისტულ აქტს. 39 წლის მამაკაცი, წარმოშობით უზბეკეთიდან, რახმატ აკილოვი იმავე დღეს დააკავეს. იგი ეჭვმიტანილია, როგორც სავარაუდო დამნაშავე ტერაქტში. პოლიციის განცხადებით, მან გამოავლინა ინტერესი ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს (დაიში) მიმართ. დამნაშავის ადვოკატის ინფორმაციით, 11 აპრილის წინასასამართლო სხდომაზე, მან აღიარა ჩადენილი ტერაქტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Four confirmed dead, one arrested over suspected terror attack – Radio Sweden. Sveriges Radio. ციტირების თარიღი: 7 April 2017
- ↑ SvD. Just nu: Polisen bekräftar tre döda i terrordådet.
- ↑ „Stockholm lorry rams crowds, killing at least two people“. BBC News. 7 April 2017. ციტირების თარიღი: 7 April 2017.
- ↑ Stockholm truck crash: 'Three dead and shots fired' as lorry crashes into pedestrians. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 7 April 2017.
- ↑ Three killed as truck drives into crowd in Swedish capital: police (7 April 2017).
- ↑ 3 killed & many injured after truck drives into pedestrians, crashes into Stockholm dept store(LIVE).