მაგდალენა აბაკანოვიჩი
მაგდალენა აბაკანოვიჩი (პოლ. Magdalena Abakanowicz; დ. 20 ივნისი, 1930, ფალენტი, პოლონეთი, — გ. 20 აპრილი, 2017, ვარშავა) — პოლონელი მხატვარი და მოქანდაკე. საერთაშორისო აღიარება მოუტანა მასიურმა, ბიომორფულმა ტექსტილურმა ქანდაკებებმა.
დაიბადა არისტოკრატული წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა ვარშავის სახვითი ხელოვნების აკადემია (1955). 1979 წლიდან პოზნანის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მუშაობდა გრაფიკაში, ფერწერაში, მხატვრული ტექსტილის დარგში. აბაკანოვიჩი იყო ტექსტილური ქანდაკების პიონერი და აქტიური პოპულარიზატორი. აქანდაკებდა ასევე ბრინჯაოში, ქვაში, რკინასა და ბეტონში. მისი ნამუშევრებისთვის, რომელთაც თავადვე „აბაკანები“ უწოდა, დამახასიათებელია მონუმენტურობა, ექსპრესიულობა და ბუნებრივი ფორმების გამეორება. მის სტილს ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა ევროპასა და ამერიკაში.
-
„ამოუცნობნი“, ინსტალაცია პოზნანში
-
„უცნობი ზრდის სივრცე“, ევროპის პარკი, ლიეტუვა