ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბიომორფიზმი — ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში ჩაისახა.

ტერმინი პირველად 1936 წელს ალფრედ ბარმა გამოიყენა. ბიომორფული ხელოვნების ფოკუსი ცოცხალი ბუნების ძალაა და ამ ეფექტის მისაღწევად იყენებს ორგანულ ფორმებს, სფერულ ან ტალღოვან ზედაპირებს, რაც ბიოლოგიურ ფორმებზე მიანიშნებს. ბიომორფიზმი ამგვარად დაკავშირებული სიურრეალიზმთან და მოდერნთან (არტ-ნუვო). ამ მოძრაობის საწყისი მიმდევრები უნდა ყოფილიყვნენ ჟოან მირო, ჰენრი მური, ჟან არპი და ბარბარა ჰეპუორთი.

ბომორფიზმი სულ უფრო მკაფიო ხდება თანამედროვე ინდუსტრიულ დიზაინში, ისეთი არქიტექტორების ნამუშევრებში, როგორიცაა ალვარ აალტო. თუმცა უფრო ვრცლად ზედმიწევნით ორგანული ფორმების ნაცვლად თანამედროვე დიზაინერები ბუნებისთვის დამახასიათებელ ფორმებზე მინიშნებებს იყენებენ. ერთ-ერთი გამორჩეული ბიომორფისტი მხატვარია დესმონდ მორისი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიომორფიზმი“-დან