ჰენრი მური
ჰენრი სპენსერ მური (ინგლ. Henry Spencer Moore; დ. 30 ივლისი, 1898, კასლფორდი, იორკშირი ― გ. 31 აგვისტო, 1986) — ბრიტანელი ხელოვანი, სკულპტორი.
ჰენრი მური | |
---|---|
დაიბადა | 30 ივლისი, 1898[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | კასლფორდი[14] [10] [9] |
გარდაიცვალა | 31 აგვისტო, 1986[15] [1] [16] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მაჩ-ჰედჰემი[14] [9] |
ჟანრი | აბსტრაქციონიზმი[17] [18] , Organic abstraction, ფიგურატივიზმი[17] [18] და public art[19] |
საიტი | https://www.henry-moore.org/ |
საველე ინჟინრის ვაჟი, დაბადებული იორკშირის ქალაქ კასლფორდში, მური ცნობილი გახდა მისი დიდი ზომის აბსტრაქტული ჭედური ბრინჯაოსა და ნათალი მარმარილოს სკულპტურებით. ბრიტანეთის ხელოვანთა წრეების მხარდაჭერით მურის დამსახურებაა ბრიტანეთში მოდერნიზმის თვითმყოფადი ფორმის დამკვიდრება. ვრცელი, მასშტაბური დაკვეთების შესრულებით ცხოვრების ბოლოსკენ მური განსაკუთრებით შეძლებული გახდა. თუმცა თავად მოკრძალებით ცხოვრობდა და მთელი ქონება ჰენრი მურის ფონდს გადასცა, რომლის დანიშნულება ხელოვანთა განათლება და ამ სფეროს განვითარებაა.
შემოქმედება
რედაქტირებაჰენრი მურის სკულპტურებს ყველაზე ხშირად ადარებენ ზღვის გაპრიალებულ ტალღებთან. მური თავის სიმბოლურ, და, ზოგჯერ, აბსტრაქციულ კომპოზიცებში ცდილობდა ცხოვრების რითმიკისა და დინამიკის გადმოცემას. ჰენრი მურს უწოდებენ დამფუძნებლად.
იმ დროის ინგლისური ხელობნება ეყრდნობოდა კლასიკას, მაგრამ მური თავიდანვე გატაცებული იყო ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის სკულპტურით და ბერძნული არქაული კულტურით. მის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ტროპიკულ აფრიკასა და კოლუმბამდელ ამერიკაში შექმნილი ნამუშევრები. სწორედ იქ მან იპოვა ისეთი „ორგანული ფორმები“, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ ისეთი პლასტიკის შესაქმნელად, რომელიც აღიქმებოდა, როგორც ბუნების ორგანული ნაწილი.
1928 წელს ლონდონში ჩატარდა მურის პირველი გამოფენა, მაგრამ იგი არ იქნა გაგებული საზოგადოების მიერ. 1920-1930-იან წლებში მან დაიწყო ისეთ თემებზე მუშაობა, როგორებიცაა: „დედა და შვილი“, „ოჯახი“ და ა.შ.
პირველად მურზე დაიწყეს საუბარი როგორც ორიგინალურ და საინტერესო მხატვარზე 1940-იან წლებში, მას შემდეგ, რაც მან შექმნა ნახატების სერია „მეტრო“, რომელიც მიუძღვნა იმ დროის სამხედრო ლონდონის ცხოვრებას. მეტრო ბომბსაფარად იქცა, რამაც მურს მისცა საშუალება ადამიანის შიშისა და უმწნეობის ჩვენებისთვის. ამავე დროს, ლონდონის მეტრო ხალხთა ძალების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Beckett, Jane; Russell, Fiona (2003) Henry Moore: Space, Sculpture, Politics. Burlington, Vermont: Ashgate. ISBN 0-7546-0836-0.
- Berthoud, Roger (2003). The Life of Henry Moore, 2, Giles de la Mare. ISBN 978-1900357227.
- Causey, Andrew (1998). Sculpture Since 1945. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-284205-6.
- Grohmann, Will (1960). The Art of Henry Moore. New York: H. N. Abrams.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰენრი მური“ ვიკისაწყობში.
- Henry Moore Foundation website
- "The Enigma of Henry Moore"
- BBC article with archive film of Moore at work
- 3D model of Recumbent Figure (1938) from Tate
- The UNESCO Works of Art Collection
- An Intimate Moore, Tom Freudenheim, The Wall Street Journal, 30 June 2010
- Henry Moore at Kew, 2007
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Henry (1898-1986) Moore
- ↑ 2.0 2.1 Bowness A. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Babelio — 2007.
- ↑ 5.0 5.1 Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Mapping the Practice and Profession of Sculpture in Britain and Ireland 1851–1951
- ↑ 7.0 7.1 Academy of Arts, Berlin — 1696.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Wilkinson A. G., Barton L. Moore, Henry // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T059425
- ↑ 10.0 10.1 10.2 https://data.bnf.fr/en/11916701/henry_moore/
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 13.0 13.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 14.0 14.1 Smithsonian American Art Museum person/institution ID
- ↑ Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 17.0 17.1 https://www.theartstory.org/artist/moore-henry/
- ↑ 18.0 18.1 RKDartists
- ↑ https://picasso.iro.umontreal.ca/~mona/api/v3/artists