არქაიკა (ბერძ. ἀρχαῖος — ძველი) — ხელოვნების განვითარების ადრინდელი საფეხური. ხელოვნებათმცოდნეობაში ეს ტერმინი ძირითადად უძველესი ბერძნული ხელოვნების (ძვ. წ. VII - VII სს.) აღსანიშნავად იხმარება. არქაიკას პერიოდში ჩაისახა კლასიკური ხელოვნების წინამძღვარები ანტიკური რეალიზმის საფუძვლები. ჩამოყალიბდა არქიტექტურის ორდერები (დორიული და იონიური), მონუმენტური, სახვითი, არქიტექტურული და სკულპტურული ფორმები. ლარნაკწერაში სრულყოფას მიაღწია შავფიგურიანმა (ძვ. წ. VI - III სს.) და წითლფიგურიანმა (დაახლოებით ძვ. წ. 530) სტილმა. აიგო დიდებული ტაძრები. არქაიკის ძვ. ბერძნული ხელოვნება უძველესი კულტურების დამახასიათბელ მთლიანობად ინარჩუნებს და ჰუმანისტურ თვისებებსაც იძენს.

საბერძნეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია არქაიკულ პერიოდში.

მნიშვნელოვანი ადამიანები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება