კოლუმბამდელი ცივილიზაციები
კოლუმბამდელი ცივილიზაციები — ცივილიზაციები, რომლებიც არსებობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე და რომლებიც XV საუკუნეში ამავე ტერიტორიაზე ევროპელი კოლონისტების გამოჩენამდე გაქრა.
ისტორია
რედაქტირებამიიჩნევენ, რომ ინდიელებისა და ესკიმოსების წინაპრები გადასახლდნენ ამერიკაში 30-20 ათასი წლის წინ, ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიიდან ბერინგის ზღვისა და სრუტის გავლით. პირველი ახალმოსახლეების კულტურის დონე შეესაბამებოდა ძველი მსოფლიოს გვიანპალეოლითურ და მეზოლითურ კულტურებს. ინდიელების გადასახლება ორივე კონტინენტზე და მათ მიერ ახალი მიწების შესწავლა მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამერიკის კოლინიზაციამდე (დაიწყო XVI საუკუნეში) ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტომების უმრავლესობა თემური და ტომობრივი წყობის სხვადასხვა სტადიაზე იყო: ზოგიერთ ტომში დომინირებდა მდედრობითი სქესი (იროკეზები, მუსკოგები, ჰოპი, მდინარე ამაზონის აუზის მრავალი ტომი და სხვა), სხვებთან დომინირებდა მამრობითი სქესი (ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ტომები, სამხრეთ ამერიკის მრავალი ტომი). ხალხების ნაწილი იმყოფებოდა თემური წყობილებიდან კლასობრივ საზოგადეობაზე გადასვლის სხვადასხვა სტადიაზე. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ინდიელები (აცტეკები, მაია, ინკები) უკვე კლასობრივ საზოგადოებებად ცხოვრობდნენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Гуляев В. И., Америка и Старый Свет в доколумбову эпоху / Отв. ред. д-р ист. наук А. Л. Монгайт. Академия наук СССР., М.: Наука, 1968.(Научно-популярная серия) 25 000 ეგზ. (обл.)
- Скромницкий А., Талах В.. Энциклопедия доколумбовой Америки. Часть 1. Южная Америка. Том 2. Источники XVI-XVII веков по истории Южной Америки: Хроники. Документы.. www.kuprienko.info (А. Скромницкий). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-26. ციტირების თარიღი: 2012-03-11.
- Morgan, «Houses and Houselife of the American Aborigenes» (1881)
- Emerson, «Indian Myths» (1884; о том же масса статей в недавно основанном "Journal of American Folk-Lore)
- Fi. Ratzel, «V ö lkerkunde» (1890, II, 525—710)
- Дж. Фиске, «Открытие Америки» (перев. с кратким очерком древней Америки и испанского завоевания, М. 1892).