ჯორჯია

შტატი აშშ-ში
(გადამისამართდა გვერდიდან ჯორჯია (შტატი))

ჯორჯია (Georgia, Ga) — შტატი აშშ-ში. მოსახლეობა 8,788 მილიონი ადამიანია, აქედან თეთრი 71 %, აფროამერიკელი 27 %, ლათინურამერიკელი 1,7 %. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს შტატის მოსახლეობის 62,4 %-ს. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ატლანტა (402 ათასი). სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია კოლუმბუსი (183 ათასი) და სავანა (136 ათასი).

ჯორჯია
ჯორჯიის დროშა ჯორჯიის გერბი
მეტსახელი: Peach State
დევიზი: Wisdom, Justice, Moderation
დედაქალაქი ატლანტა[1]
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
გუბერნატორი Brian Kemp
საკანონმდებლო ორგანო ჯორჯიის გენერალური ასამბლეა
ფართობი 153 909 კმ²
მოსახლეობა 10 711 908[2] კაცი
უმაღლესი წერტილი ბრასტაუნ ბალდი
უდაბლესი წერტილი ატლანტის ოკეანე
შტატი გახდა 2 იანვარი, 1788[3]
სასაათო სარტყელი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი
საფოსტო აბრევიატურა GA და Ga.
მოსაზღვრე რეგიონები სამხრეთი კაროლინა[4] [3] , ჩრდილოეთი კაროლინა[4] [3] , ტენესი[4] [3] , ალაბამა[4] [3] და ფლორიდა[4] [3]
ადმინისტრაციული დაყოფა
სია
საიტი georgia.gov

ტერიტორიას სახელი ეწოდა გაერთიანებული სამეფოს მეფის ჯორჯ II-ის მიხედვით. 1540 წელს ფერნანდო დე სოტომ დაიწყო ჯორჯიის ტერიტორიის გამოკვლევა. 1733 წელს დაარსდა კოლონია. 1776 ჯორჯიამ სხვა 12 კოლონიასთან ერთად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და აშშ-ის შექმნა. 1861-1865 წლებში სამოქალაქო ომის დროს, როგორც მონათმფლობელური შტატი, იყო კონფედერაციის წევრი.

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. ფართობი შეადგენს 152,5 ათასი კმ²-ს. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს დაბლობ ზღვისპირა ვაკეს. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით შედის აპალაჩის მთების შტოქედები და მთისწინეთი. ჰავა სუბტროპიკულია ნოტიოა. ნალექები 1300-1600 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეებია ოლტამაჰო, ფლინტი, სავანა, ჩატაჰუჩი.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება