კიპ თორნი
კიპ სტივენ თორნი (ინგლ. Kip Thorne; დ. 1 ივნისი, 1940, ლოგანი, აშშ) — ამერიკელი თეორიტიკოსი ფიზიკოსი, გრავიტაციული ფიზიკისა და ასტროფიზიკის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი. მისი კვლევის ძირითადი საგანი ეხება რელატივისტურ ვარსკვლავებს, შავ ხვრელებსა და გრავიტაციულ ტალღებს. ამჟამად კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (კალტექი) თეორიული ფიზიკის დამსახურებული პროფესორია. 2017 წელს რაინერ ვაისთან და ბარი ბარიშთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში — „ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორიის (ლიგო) დეტექტორის შექმნასა და გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვებაში შეტანილი გადამწყვეტი წვლილისათვის“. არის აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკიპ თორნი დაიბადა ქალაქ ლოგანში, იუტის შტატში. მამისი აგრონომი, ხოლო დედამისი ეკონომისტი და ქალების უფლებათა აქტივისტი იყო. მისი ოჯახი მორმონული ეკლესიის მრევლი იყო, რომელიც შემდგომში დედამისთან და და-ძმებთან ერთად დატოვა. ფიზიკოსის თქმით, იგი მას შემდეგ დაინტერესდა მეცნიერებით, რაც რვა წლის ასაკში დაესწრო ერთ-ერთ ლექციას მზის სიტემის შესახებ და ცამეტი წლისამ წაიკითხა წიგნი „ერთი, ორი, სამი... უსასრულობა“ (გ. გამოვი), რომელმაც ფიზიკა შეაყვარა. ლოგანის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1955-1962 წლებში სწავლობდა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (კალტექი), 1962-წელს გადავიდა პრინსტონის უნივერსიტეტში და 1966 წელს დაასრულა დოქტორის ხარისხით, მისი დისერტაციის თემა იყო: „ცილინდრული სისტემის თერმოდინამიკის შესახებ“. პრინსტონში ყოფნისას პროფესორი ჯონ უილერი დაეხმარა შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების თეორიულ კვლევაში, იოზეფ ვებერმა კი შთააგონა, რომ გრავიტაციული ტალღები ეკვლია. 1960 წელს დაქორწინდა ლინდა ჯინ პეტერსონზე, რომლისგანაც ორი შვილი ეყოლა. პრინსტონის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა კალტექში, ამჯერად როგორც ასოცირებული პროფესორი. 1970 წელს თეორიულ ფიზიკაზე გადავიდა. მისი სტუდენტებიდან ორმოცდაათამდემ მიაღწია დოქტორის ხარისხს მისივე ხელმძღვანელობით. 1984 წელს თორნი დაშორდა ცოლს და შეირთო კეროლ ჯოის ვინშტაინი. 2017 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.
მოღვაწეობა
რედაქტირებათორნის კვლევათა დიდი ნაწილი კონცენტრირებულია გრავიტაციულ ფიზიკასა და ფარდობით ასტროფიზიკაზე. 1984 წელს მონაწილეობა მიიღო „ლიგოს“ შექმნაში, ესაა ლაზერული ლაბორატორია, რომლის მიზანია გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება, რომელთა არსებობაც აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. მას ამ მიზნის განხორციელების იდეა ჯერ კიდევ 1972 წელს გაუჩნდა. ლიგოს შესახებ კი იმავე წელს ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიით გაიგო, რომლის ავტორი რაინერ ვაისი იყო. დროთა განმავლობაში თორნი ამ პროექტში ჩაერთო, თუმცა 2000 წელს ჩამოშორდა, რათა საულ ტეუკოლსკთან ერთად შეექმნა SXS-პროექტი, რომლის მიზანიც გრავიტაციული ტალღების სიმულირება იყო და დიდი წვლილი შეიტანა ლიგოს წარმატებაში. ლიგოს მიზანი, რომ გრავიტაციული ტალღები დაეფიქსირებინა, საკმაოდ რთული ამოცანა იყო, რადგან გრავიტაცია იმდენად სუსტი ძალაა, რომ მისი ტალღების პოვნა მხოლოდ და მხოლოდ უზარმაზარ მასათა კონტაქტის დროსაა შესაძლებელი. პირველად გრავიტაციული ტალღები 2015 წელს დააფიქსირეს, როდესაც ორმა შავმა ხვრელმა ერთმანეთის გარშემო დაიწყო ბრუნვა და შექმნა უფრო დიდი შავი ხვრელი. ლიგოს შექმნაში გაწეული წვლილისათვის, თორნს მიენიჭა ნობელის პრემია.
ამას გარდა, კიპ თორნს დიდი წვლილი მიუძღვის შავი და ჭიის ხვრელების კვლევაში. მის მიერ წამოჭრილი თეორია, რომ ჭიის ხვრელები შეძილება დროის მანქანის სახით გამოვიყენოთ, დღესაც დიდი აქტუალურობით სარგებლობს. მას დაწერილი აქვს ისეთი ცნობილი წიგნები, როგორებიცაა: „გრავიტაცია“ (1973, ჩარლზ მისნერთან ერთად), „შავი ხვრელები და დროის გამრუდებები: აინშტაინის აღმაშფოთებელი ლიგა“ (1994), „ინტერსტელარის მეცნიერება“ (2014) და „თანამედროვე კლასიკური ფიზიკა: ოპტიკა, სითხეები, პლაზმები, ელასტიკურობა, ფარდობითობა და სტატისტიკური ფიზიკა“ (2017).
მეცნიერული კარიერის გარდა, თორნი ცნობილია როგორც პროდიუსერი და მწერალი, მან დიდი წვლილი შეიტანა ფილმ „ვარსკვლავთშორისისა“ და სერიალ „დიდი აფეთქების თეორიის“ შექმნაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.nobelprize.org/prizes/physics/2017/thorne/biographical/
- https://www.societyforscience.org/alumni/notable/kip-thorne/
- https://www.amacad.org/person/kip-stephen-thorne
- https://www.kavliprize.org/kip-thorne-autobiography
- https://www.famousscientists.org/kip-s-thorne/
- https://study.com/academy/lesson/kip-s-thorne-biography-books-black-holes.html
- https://www.ligo.caltech.edu/page/about
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Gregersen E. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 4.2 Leidse Hoogleraren
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ From Logan To The StarsAstrophysics superstar Kip Thorne discusses local boyhood, beyond
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #121312453 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.its.caltech.edu/~kip/index.html/cv.html
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ https://astronomische-gesellschaft.de/en/activities/awards/schwarzschild
- ↑ http://www.tomalla.ch/prize_winner.htm
- ↑ https://gruber.yale.edu/cosmology-laureates
- ↑ https://harveypz.net.technion.ac.il/harvey-prize-laureates/
- ↑ http://www.kavliprize.org/prizes-and-laureates/prizes/2016-kavli-prize-astrophysics
- ↑ http://www.shawprize.org/en/shaw.php?tmp=3&twoid=102&threeid=254&fourid=476
- ↑ https://cdn.uclouvain.be/public/Exports%20reddot/fondationlouvain/documents/Invitation_prix_Lemaitre.pdf
- ↑ Fundación Princesa de Asturias
- ↑ Höchste Auszeichnung: Physik-Nobelpreis geht an drei US-Gravitations-Forscher — 2017.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/2017/press.html
- ↑ https://aapt.org/Programs/awards/richtmyer.cfm
- ↑ https://www.upc.edu/es/la-upc/honoris-causa
- ↑ https://www.aps.org/programs/honors/prizes/lilienfeld.cfm
- ↑ https://eps-hepp.web.cern.ch/eps-hepp/cocconi-prize-awards.php
- ↑ https://ethz.ch/de/die-eth-zuerich/portraet/auszeichnungen/ehrenraete-und-ehrendoktoren.html
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://alumni.princeton.edu/our-community/awards/james-madison-medal