სომხური საეკლესიო კალენდარი
სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდარი (სომხ. Հայկական եկեղեցական տոմար) — მზის კალენდარი, რომელიც იყენებს სომხურ რიცხვებს თარიღების აღსანიშნავად. იგი მიიღეს 584 წლის 11 ივლისს და დათვლა იწყება 552 წლით ჩ.წ.
ისტორიარედაქტირება
ახალი საეკლეისო კალენდრის შექმნის საკითხი პირველად განხილული იყო დვინის სინოდში 554 (555) წელს ნერსეს II ბაგრევანდეცის დროს, თუმცაღა ის ოფიციალურად მიიღეს 584 წელს, მოვსეს II ეგივარდეცის დროს. ამ კალენდრით დათარიღებული უძველესი ძეგლი გვხვდება 783 წელს (თალინის ტაძარში). კალენდარმა საუკუნეთა განმავლობაში რამდნეიმე ცვლილება განიცადა. 1924 წლიდან სომხური ეკლესია, გარდა რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ეპარქიებისა, გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.
წლის აღნიშვნარედაქტირება
წელი ჩაიწერებოდა სომხური ანბანის ასოების რიცხვითი მნიშვნელობით.
იმის აღსანიშნავად, რომ ასოები მიუთითებენ წელზე, ყველაზე ხშირად ემატებოდათ შემოკლებები, მაგალითად ԹՎ (შემოკლებული სომხ. թիվ წელი ქარაგმით ან მის გარეშე), ან ამ ასოების ლიგატურით (განსაკუთრებით ეპიგრაფიკულ წარწერებში).
წელიწადში 365 დღეა, ხოლო ერთი მოქცევის ციკლი 532 წლისგან შედგება. პირველი 532 წლის ციკლის დასრულებიდან, 1084 წლიდან იწყება „მიცრე სომხური სათვალავი“. რათა სომხური ეკლესიის კალენდრის წელი გადავიყვანოთ გრიგორიანული კალენდრის სისტემაში, სომხურ კალენდარს უნდა დავუმატოთ 551.
ანბანის ასოები | ტრანსლიტერაცია
(ლათინური დამწერლობით) |
რიცხვი | ანბანის რიცხვი | ტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით) | რიცხვი | ანბანის ასოები | ტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით) | რიცხვი | ანბანის ასოები | ტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით) | რიცხვი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ա | A | 1 | Ժ | Ž | 10 | Ճ | Č | 100 | Ռ | Ṙ | 1000 |
Բ | B | 2 | Ի | I | 20 | Մ | M | 200 | Ս | S | 2000 |
Գ | G | 3 | Լ | L | 30 | Յ | Y | 300 | Վ | V | 3000 |
Դ | D | 4 | Խ | X | 40 | Ն | N | 400 | Տ | T | 4000 |
Ե | E | 5 | Ծ | C | 50 | Շ | Š | 500 | Ր | R | 5000 |
Զ | Z | 6 | Կ | K | 60 | Ո | O | 600 | Ց | C‘ | 6000 |
Է | E̅ | 7 | Հ | H | 70 | Չ | Č‘ | 700 | Ւ | W | 7000 |
Ը | Ě | 8 | Ձ | J | 80 | Պ | P | 800 | Փ | P‘ | 8000 |
Թ | T‘ | 9 | Ղ | Ł | 90 | Ջ | J̌ | 900 | Ք | K‘ | 9000 |
თვეებისა და დღეების სახელწოდებებირედაქტირება
სომხური კალენდრის თვეების სახელები [2]:
თვის ნომერი | სახელი | დღეების რაოდენობა |
---|---|---|
1 | ნავასარდ-ი | ოცდაათი |
2 | ორი | ოცდაათი |
3 | საგმი | ოცდაათი |
4 | ტრე | ოცდაათი |
4 | კაჰოც-ი | ოცდაათი |
6 | არაც-ი | ოცდაათი |
7 | მეგეკან-ი | ოცდაათი |
8 | არეგ-ი | ოცდაათი |
9 | აგეკან-ი | ოცდაათი |
10 | მარერი | ოცდაათი |
1 | მარგაც-ი | ოცდაათი |
12 | გროტიც-ი | ოცდაათი |
13 | აველიაც-ი | ხუთი |
სომხურ კალენდარში, თვის ყოველ დღეს გააჩნა ცალკეული სახელწოდება. შემდეგი ცხრილი შეიცავს ჩვეულებრივი (იგულისხმება ოცდაათდღიანი სისტემის) თვის დღეების სახელწოდებებს:
თვის დღე | დღის სახელი |
---|---|
1 | არეგ-ი |
2 | გრანტ-ი |
3 | არამ-ი |
4 | მარგარ-ი |
5 | აგრანკ-ი |
6 | მაზდეხ-ი |
7 | ასთღიკ-ი |
8 | მიგრ-ი |
9 | ძოპაბერ-ი |
10 | მურც-ი |
11 | ერეზკან-ი |
12 | ანი |
13 | პარჰარ-ი |
14 | ვანატურ-ი |
15 | არამაზდ-ი |
16 | მანი |
17 | ასაკ-ი |
18 | მასისი-ი |
19 | ანაჰიტ-ი |
20 | არაგატს-ი |
21 | გრგურ-ი |
22 | ქორდუიკ-ი |
23 | ცმაკ-ი |
24 | ლუსნაკ-ი |
25 | ცრონ-ი |
26 | ნპატ-ი |
27 | ვაჰაგნ-ი |
28 | სიმ-ი |
29 | ვარაგ-ი |
30 | გიშერავორ-ი |
შენიშვნებირედაქტირება
- სადაც "-ი", იქ არის ქართული სახელობითი ბრუნვის სუფიქსი (სადაც "ი" წერია, ის სიტყვის ფუძეა და არ სჭირდება დამატება).
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Stephen Chrisomalis, Numerical Notation: A Comparative History, Cambridge University Press, 2010. — გვ. გვ.175 — 486, ISBN 0521878187. დაარქივებული აპრილი 20, 2014 საიტზე Wayback Machine არქივირებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-20. ციტირების თარიღი: 2018-10-01
- ↑ ონლაინ-კალკულატორი: ძველსომხური კალენდარი (Онлайн калькулятор: Древнеармянский календарь) (რუსული). ციტირების თარიღი: 2020-11-05.
ბმულებირედაქტირება
- Календарь // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Болотов В. В. Лекции по истории Древней Церкви. Вспомогательные науки для церковной истории
- Калькулятор для перевода дат из/в армянский церковный календарь