Le Figaro (ლე ფიგარო) — ყოველდღიური ფრანგული გაზეთი, რომელიც გამოიცემა 1826 წლიდან. სახელი მიიღო ბომარშეს პიესის გმირის — ფიგაროს პატივსაცემად. ამავე პიესიდან („გიჟი დღე, ანუ ფიგაროს ქორწინება“) აღებულია გაზეთის მთავარი დევიზი — „სადაც არ არის კრიტიკის თავისუფება, არავითარი ჯილდო არის ტკბილი“ (ფრანგ. Sans la liberté de blâmer, il n’est point d'éloge flatteur).

ლე ფიგაროს მთავარი გვერდი

1866 წლიდან გამოდის ყოველდღიურად. 2005 წლისთვის ფაზეთის ტირაჟი შეადგენდა 340 ათას ეგზემპლარს.

1975 წელს გაზეთი იყიდა რობერ ერსანმა. 1999 წელს ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა Carlyle Group-მა იყიდა გაზეთის 40 %, რომელიც გაყიდა 2003 წელს. 2004 წლიდან გაზეთი ეკუთვნის კონსერვატიულ პოლიტიკოს მილიარდერს სერჟ დასოს. ერთ-ერთ ინტერვიუში დასომ განაცხადა, რომ „გაზეთებმა უნდა გაავრცელონ საღი აზრები“.

ითვლება, რომ გაზეთი არის მთავრობისა, და ზოგადად მემარჯვენე პარტიების მთავარი რუპორი. ამისთვის ფიგარო ხშირად ხდება „Liberation“, „Marianne“ და სხვა მემარცხენე გამოცემების კრიტიკის ობიექტი.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.inosmi.ru/translation/244098.html დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine. უფრო ძლიერი ვიდრე „პრავდა“: ფიგარომ დააცენზურა პუტინი („Marianne“, საფრანგეთი, 18 სექტემბერი 2008).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Le_Figaro&oldid=4725536“-დან