ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფსიქოდინამიკა არის თერმოდინამიკის პრინციპთა გამოყენების შედეგი ფსიქოლოგიაში. უფრო დეტალურად, ფსიქოდინამიკა წარმოადგენს ადამიანის ქცევის შესწავლის მეთოდს, მოტივაციისა და Drive-ის (აღმძვრელი, მამოძრავებელი, მასტიმულირებელი) საფუძველზე; ეს მიდგომა განზოგადებულია ნებისმიერი პიროვნების, ნებისმიერ დროს განხორციელებულ ქცევაზე. ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. სამედიცინო პრაქტიკაში ფსიქოდინამიკა განსაზღვრულია, როგორც შესწავლის სისტემატიზირებული მეთოდი ფსიქოლოგიური ფაქტორებისა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის ქცევას; განსაკუთრებით არაცნობიერ და ცნობიერ მოტივთა ურთიერთქმედებისა და ემოციის ფუნქციონალური მნიშვნელობის თველსაზრისიდან.

ფსიქოდინამიკის პირველი კონცეფცია განავითარა ზიგმუნდ ფროიდმა, რომელმაც დაიწყო თერმოდინამიკის (ჰერმან ფონ ჰელმჰოლცის) გაბატონებულ პრინციპთა გამოყენება ფსიქოლოგიაში. ფროიდმა პირველმა ივარაუდა ფსიქიკურ პროცესთა ენერგიის მსგავსად გააზრების პრინციპი; მან დააფუძნა ფსიქოდინამიკა, როგორც საფუძველი ფსიქოლოგიური ენერგიის(რომელსაც მან ლიბიდო უწოდა) წარმოშობისა და ფუნქციის შემსწავლელი საბაზისო სისტემა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფსიქოდინამიკა“-დან