სექსუალური ორიენტაცია
სექსუალური ორიენტაცია — ადამიანის ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა საპირისპირო ან იმავე სქესისა თუ გენდერის, ორივე სქესის ან ერთზე მეტი გენდერის მიმართ. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის მიხედვით, სექსუალური ორიენტაცია ასევე გამოხატავს „პიროვნული და სოციალური იდენტობის განცდას, რომელიც დამყარებულია იმ მიზიდულობებზე, მათ გამომხატველ ქცევებსა და იმ ჯგუფის მიკუთვნებულობაზე, რომლის წევრებიც ამ ემოციებს იზიარებენ“.
მკვლევართა შორის არსებული კონსენსუსის თანახმად, სექსუალური ორიენტაცია არა არის არჩევანი[1][2][3]. არ არსებობს სექსუალური ორიენტაციის გამომწვევი მარტივი, ერთი მიზეზი. კვლევები აჩვენებს, რომ ესაა გენების, ჰორმონებისა და გარემოს გავლენათა კომბინაცია. სექსუალური ორიენტაცია, როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება: ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა. ზოგჯერ სექსუალური ორიენტაციის მეოთხე კატეგორიად ასევე მიიჩნევა ასექსუალობა[4][5][6].
ადამიანის სექსუალობის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გაგება, ანუ ჰეტეროსექსუალურ-ჰომოსექსუალური კონტინუუმი (განგრძობითი სპექტრი), სექსუალურ ორიენტაციას ათავსებს ჰეტეროსექსუალურ-ჰომოსექსუალურ კონტინუუმს შორის. კონცეფცია ძირითადად ეფუძნება ალფრედ კინსის 1940 წლის კვლევას სექსუალურობაზე; კინსის რესპონდენტთა მნიშვნელოვანმა რიცხვმა განაცხადა თავისი ბისექსუალობის შესახებ, ჰეტეროსექსუალობასთან/ჰომოსექსუალობასთან შედარებით, რაც ადრე იყო ნავარაუდევი. ამ კონტინუუმს დიდი გავლენა ჰქონდა 1970 და 1980-იანი წლების ფემინისტურ და გეი მოძრაობებზე, რადგან მეცნიერები და მოძრაობების ლიდერები ცდილობდნენ განესხვავებინათ სქესი (მაგ. მამაკაცად ან ქალად ყოფნა) გენდერისა და სექსუალობის სოციალური, კულტურული და ფსიქოლოგიური ასპექტებისგან. კინსლის შკალას ღირსებებად ითვლება ის, რომ მან ამოაგდო სექსუალური ორიენტაციის დიქოტომიური კლასიფიკაცია და დაუშვა ადამიანური სექსუალობის ახალი პერსპექტივები. მიუხედავად ამისა, შკალამ კრიტიკაც დაიმსახურა, რადგან იგი მაინც არ იყო ჭეშმარიტი კონტინუუმი. მიუხედავად იმისა რომ შვიდი კატეგორია, სექსუალური ორიენტაციის უფრო ზუსტ დიფერენციაციას იძლევა ვიდრე დიქოტომიური შკალა, მაინც რთულია იმის გარკვევა თუ რომელ კატეგორიას შეესაბამება ინდივიდი.
სექსუალური ორიენტაციის ფორმები
რედაქტირება- ჰეტეროსექსუალობა — მხოლოდ ან განსაკუთრებულად საპირისპირო სქესით გატაცება. (ჰეტეროსექსუალი)
- ჰომოსექსუალობა — მხოლოდ ან განსაკუთრებით საკუთარი სქესით გატაცება (გეი, ლესბოსელი, ჰომოსექსუალი)
- ბისექსუალობა — როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესით გატაცება; არა აუცილებლად ერთ დონეზე და არა აუცილებლად ერთდროულად.
- პანსექსუალობა — საზღვრებს შორის მოქცეული სქესის გარდა სხვა „გარდამავალი“ სქესით გატაცებაც. (პანსექსუალი)
- ასექსუალობა — სხვებისადმი სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობა. (ასექსუალი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Frankowski BL; American Academy of Pediatrics Committee on Adolescence (June 2004). „Sexual orientation and adolescents“. Pediatrics. 113 (6): 1827–32. doi:10.1542/peds.113.6.1827. ISSN 0031-4005. PMID 15173519. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-20. ციტირების თარიღი: 2012-10-23.
- ↑ Gloria Kersey-Matusiak (2012). Delivering Culturally Competent Nursing Care. Springer Publishing Company, გვ. 169. ISBN 978-0-8261-9381-0. „Most health and mental health organizations do not view sexual orientation as a 'choice.'“
- ↑ Lamanna, Mary Ann; Riedmann, Agnes; Stewart, Susan D (2014) Marriages, Families, and Relationships: Making Choices in a Diverse Society. Cengage Learning, გვ. 82. ISBN 978-1-305-17689-8. „The reason some individuals develop a gay sexual identity has not been definitively established – nor do we yet understand the development of heterosexuality. The American Psychological Association (APA) takes the position that a variety of factors impact a person's sexuality. The most recent literature from the APA says that sexual orientation is not a choice that can be changed at will, and that sexual orientation is most likely the result of a complex interaction of environmental, cognitive and biological factors...is shaped at an early age...[and evidence suggests] biological, including genetic or inborn hormonal factors, play a significant role in a person's sexuality (American Psychological Association 2010).“
- ↑ Sexual Orientation & Homosexuality. American Psychological Association (2020). ციტირების თარიღი: February 6, 2020
- ↑ Sexual Orientation. American Psychiatric Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 22, 2011. ციტირების თარიღი: January 1, 2013
- ↑ Definitions Related to Sexual Orientation and Gender Diversity in APA Documents. American Psychological Association (2015). ციტატა: „Sexual orientation refers to the sex of those to whom one is sexually and romantically attracted. [...] [It is] one's enduring sexual attraction to male partners, female partners, or both. Sexual orientation may be heterosexual, same-sex (gay or lesbian), or bisexual. [...] A person may be attracted to men, women, both, neither, or to people who are genderqueer, androgynous, or have other gender identities. Individuals may identify as lesbian, gay, heterosexual, bisexual, queer, pansexual, or asexual, among others. [...] Categories of sexual orientation typically have included attraction to members of one's own sex (gay men or lesbians), attraction to members of the other sex (heterosexuals), and attraction to members of both sexes (bisexuals). While these categories continue to be widely used, research has suggested that sexual orientation does not always appear in such definable categories and instead occurs on a continuum [...]. Some people identify as pansexual or queer in terms of their sexual orientation, which means they define their sexual orientation outside of the gender binary of 'male' and 'female' only.“ ციტირების თარიღი: February 6, 2020