პანსექსუალი
პანსექსუალი — ადამიანი, რომელიც განიცდის სექსუალურ, რომანტიკულ, ფიზიკურ, და/ან სულიერ ლტოლვას ყველა სქესისა და იდენტობის მატარებელი ადამიანების მიმართ და არა მხოლოდ მათ მიმართ, ვინც ორ სტანდარტულ გენდერს მიეკუთვნება (ანუ ქალები და მამაკაცები). ეს არის ინდივიდი, რომელსაც შეიძლება ხიბლავდეს ქალები, კაცები, არაბინარული თუ ინტერსექსი ადამიანები.
პრეფიქსი „pan“ ბერძული ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ყველას“ ან „ყოველს“. ტერმინი „პანსექსუალი“ 1990-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ პოპულარული მხოლოდ ბოლო დროს გახდა. პანსექსუალობა, როგორც მოვლენა, აქტიურად განიხილება 2010 წლიდან. სექსოლოგ ნიკი გოლდშტაინის აზრით, ამის მიზეზი არის ის, რომ თანამედროვე ახალგაზრდები მეტად უფიქრდებიან საკუთარ სექსუალობას და მის ნიუანსებს, ვიდრე წინა თაობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლექსიკონი, შ. გაბუნია, ჟურნალი 17 მაისი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gender Identity/Expression and Sexual Orientation Resource Center - Pansexuality. Washington State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 17 July 2014.
- ↑ A Storied Glossary of Iconic LGBT Flags and Symbols (13 June 2014). ციტირების თარიღი: 17 July 2014.
- ↑ Mashable publishes an up-to-date compilation of LGBT flags and symbols. GLAAD (16 June 2014). ციტირების თარიღი: 17 July 2014.
ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე. |