ჯეიმზ ბრაუნი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჯეიმზ ბრაუნი}} |
ჯეიმზ ბრაუნი ინგლ. James Joseph Brown; დ. 3 მაისი, 1933, დაბა ბარნველი,სამხრეთი კაროლინა — გ. 25 დეკემბერი, 2006, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, ჩანაწერის პროდიუსერი. ფანკის სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მეოცე საუკუნის მუსიკაში, რომელიც მიიჩნევა „სოულის ნათლიად“. იგი მოღვაწეობდა ისეთ ჟანრებში როგორებიცაა გოსპელი, რიტმ ენდ ბლიუზი, როკ ენ როლი და ფანკი. მისმა კარიერამ 50 წელს გასტანა და დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ჩამოყალიბებაზე.
ჯეიმზ ბრაუნი | |
---|---|
ბრაუნის გამოსვლა ჰამბურგში, გერმანია, თებერვალი, 1973 | |
დაბადების სახელი | ჯეიმზ ჯოზეფ ბრაუნი |
დაბადების თარიღი |
3 მაისი, 1933 ბარნუელი, სამხრეთი კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
25 დეკემბერი, 2006 (73 წლის) ატლანტა, ჯორჯია |
სხვა სახელები | James Brown and the Famous Flames |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა |
|
აქტიური |
|
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 9 ან 13 |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები | |
საიტი | jamesbrown.com |
ბრაუნმა კარიერა გოსპელის შესრულებით დაიწყო. იგი შეუერთდა რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალურ ჯგუფ Gospel Starlighters (შემდგომში Famous Flames), რომლის დამფუძნებელი და წამყვანი ვოკალისტი ბობი ბირდი იყო. ბრაუნი პირველად ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ჯგუფ Famous Flames-თან ერთად შეასრულა ჰიტები „Please, Please, Please“ და „Try Me“
ბრაუნმა თავისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერა 1956 წელს დაიწყო და წარმატებას 1960 წლისთვის მიაღწია, რაც მის მიერ პროფესიონალურ და ცოცხლად შესრულებული ჰიტების დამსახურებაა. 2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა, ჯეიმზ ბრაუნს მეშვიდე ადგილი დაუთმო სიაში - "როკ ენ როლის 100 ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი".
ბავშვობა
რედაქტირებასულ პატარა იყო, როდესაც გიტარაზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა შეისწავლა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მან ნამდვილი მუსიკალური განათლება ადგილობრივ ეკლესიაში მიიღო, გახდა რა ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი, ზედმიწევნით შეისწავლა გოსპელი.
ჯეიმზის მამა - ჯო ბრაუნი, ხის მჭრელი იყო, რომლის ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. როდესაც ბრაუნი ორი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ექვსი წლის ასაკში კი მამასთან ერთად გადავიდა ოგასტაში, ჯორჯიის შტატში. მან სკოლაში მხოლოდ შვილი წელი იარა, ფულს კი ახალგაზრდა ბრაუნი ფეხსაცმელების წმენდით, მაღაზიების დაგვით, ძველი მარკებით ვაჭრობით და ახალგაზრდა ნიჭიერთა კონკურსებში გამარჯვებით შოულობდა.
16 წლის ასაკში ჯეიმზ ბრაუნი გაასამართლეს შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის და გადააგზავნეს ტოკოაში, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში.
კარიერის დასაწყისი
რედაქტირება13 წლის ასაკში ჯეიმზ ბრაუნი საკუთარ ტრიოს აყალიბებს. მოგვიანებით იგი ხდება ანსამბლის “THE FLAMES”-ის წევრი, რომელიც ძირითადად რითმ ენ-ბლიუზის სტილში უკრავდა. ამ ანსამბლის რეპერტუარში პირველად გაჟღერდა ჯეიმზ ბრაუნის პირველი სიმღერა “PLEASE, PLEASE, PLEASE”, რაც გახდა მისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერის დასაწყისი.
- -”ამ სიმღერამ ნამდვილად მიშველა. ლუკმა-პურის მოპოვებისათვის აღარ იყო საჭირო მუსიკის გარდა სხვა სამუშაოს ძებნა. ამან მომცა იმის საშუალება მეკეთებინა ის რისი კეთება მართლა მსურდა.” (ბრაუნი).
ეს სიმღერა მან 1956 წელს ჩაწერა. დისკი მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ამას მოჰყვა ბრაუნის თავბრუდამხვევი კარიერის დაწყება.
- -”სიმღერა “PAPA’S GOTTA BRAND NEW BAG”ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიციაა, რომელიც კი ოდესმე ჩამიწერია. რითმის რამდენიმეჯერ შეცვლის შედეგად მივიღე ის, რასაც დღეს “FUNK”-ს უწოდებენ.
სწორედ ამ სიმღერის შემდეგ გაჩნდა მიმდინარეობა FUNK, რომელსაც მოგვიანებით SOUL-საც უწოდებდნენ. ამ სიმღერას მოჰყვა კიდევ არა ერთი პოპულარული სიმღერა, რომლებიც ჯეიმზ ბრაუნს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად ჯეიმზ ბრაუნი ძალზე აქტიურად იყო ჩაბმული შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დაცვის საქმეში, მაგრამ იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი მიმართვები ახალგაზრდა შავკანიანებისადმი პოზიტიური ხასიათისა ყოფილიყო.
- -”სამოციან წლებში ძალზე დიდი აქცენტი კეთდებოდა რასიულ დაპირისპირებაზე. ახლა კი მგონია, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა აქცენტი ურთიერთ სიყვარულზე გაგვეკეთებინა.”(ბრაუნი)
ისი კარიერის განმავლობაში დაღმასვლასაც ჰქონდა ადგილი. სამოცდაათიან წლებში, როდესაც მოდაში დისკო შემოვიდა ჯეიმზ ბრაუნის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში გამოდის მისი სიმღერა LIVING IN AMERICA, რითაც ბრაუნმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი აუდიტორიას. 1986 წელს მისი გვარი როკენ როლის დიდების სიაში იქნა შეყვანილი. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ელვის პრესლის გარდა არცერთ პოპ მუსიკოსს არ ჰქონია ისეთი მიღწევები როგორც ჯეიმზ ბრაუნს: საუკუთესო ასი სიმღერის სიებში მთლიანობაში მისი 94 სიმღერა მოხვდა, ხოლო საუკეთესო ოცი სიმღერის სიებში ყველა მუსიკოსთან შედარებით მისი ყველაზე მეტი სიმღერა შევიდა. ჯეიმზ ბრაუნმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე ქალაქ ავგუსტაში გამართა საშობაო კონცერტი. მას საახალწლოდ ნიუ-იორკში ბიბი კინგის ბლიუზ-კლუბში ჰქონდა დაგეგმილი გამოსვლა.
- თავისი პროფესიული ცხოვრების მანძილზე ბრაუნმა 50-ზე მეტი ალბომი ჩაწერა. 60-იან წლებში ჯეიმზ ბრაუნს ჟურნალმა ”lOOK"-მა ”ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შავკანიანი” უწოდა. 1992 წელს ბრაუნმა მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის პრემია ”გრემი” მიიღო.
სკანდალები
რედაქტირებამომღერლის კარიერა ბევრ სკანდალსაც უკავშირდებოდა. ბრაუნი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობას; ის რამდენიმეჯერ დააპატიმრეს იარაღის უკანონო ტარებისთვის. ბრაუნი ციხეში მოხვდა მესამე ცოლის ცემის გამოც.
გარდაცვალება
რედაქტირებაგარდაიცვალა 25 დეკემბრის დილას ატლანტის საავადმყოფოში ფილტვების ანთებით.
დისკოგრაფია
რედაქტირება
|
|