ალიშა ბეთ მური (Alecia Beth Moore; დ. 8 სექტემბერი, 1979. დოილსტაუნი, პენსილვანია, აშშ), ცნობილი თავისი პროფესიული ფსევდონიმით პინკი (Pink, ხშირად აღინიშნება როგორც P!nk) — სამი გრემის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც ცნობილი 2000-იან წლებში გახდა.

პინკი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალიშა ბეთ მური
დაბ. თარიღი 8 სექტემბერი, 1979 (1979-09-08) (45 წლის)
დაბ. ადგილი დოილსტაუნი, პენსილვანია, აშშ)
წარმოშობა ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი, პოპ-მუსიკა[1], როკ მუსიკა, თანამედროვე R&B, საცეკვაო პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, პროდიუსერი, მოცეკვავი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1995–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
მეუღლე კერი ჰერტი
საიტი pinkspage.com
პინკი ვიკისაწყობში

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

პინკი დაიბადა 1979 წელს დოულსტაუნში, შტატი პენსილვანია, აშშ, ვიეტნამის ომის ვეტერანისა და ექთნის ოჯახში. მამამისი რელიგიით კათოლიკეა. დედამისი ებრაელია, ბებიამისი კი წარმოშობით ლიტვიდან იყო. პინკს პატარაობიდანვე განუვითარდა ასთმა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი მუსიკალური კარიერისთვის. იგი ახალგაზრდობაში რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფში მღეროდა, თუმცა 18 წლის ასაკში სოლო კონტრაქტი დაამყარა ხმისჩამწერ სტუდია LaFace Records-თან.

ალბომები

რედაქტირება

პინკის პირველი სტუდიური ალბომი იყო R'n'B-ის სტილის მუსიკის ზეგავლენის ქვეშ ჩაწერილი Can't take me home. ალბომი მოულოდნელი ჰიტი გახდა მთელ მსოფლიოში და რამდენიმე პოპულარული სინგლის წყარო გახდა, ისეთების როგორიცაა ”You make me sick" და "Most girls". ალბომი აშშ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ეგზემპლიარის ოდენობით გაიყიდა, მსოფლიოში კი 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

პინკის მეორე ალბომი "Missundaztood" გახდა მომღერლის პოპ-ვარსკვლავად გადაქცევის უმთავრესი მიზეზი. ალბომიდან სინგლის სახით გამოვიდა 4 უაღრესად პოპულარული ჰიტი, ესენია: "Get the party started", "Don't let me get me", "Just like a pill" და ალბათ საქართველოში ყველაზე კარგად ცნობილი ჰიტი "Family Portrait". პირველი ალბომისგან განსხვავებით "Missundaztood" იყო პოპ-როკზე ორიენტირებული ალბომი. ალბომი უდიდესი წარმატებით სარგებლობდა მთელ მსოფლიოში. იგი გაიყიდა 16 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით, აქედან 5 მილიონზე მეთი აშშ-ში.

მომღერლის მესამე სტუდიური ალბომი "Try This" წინამორბედთან შედარებით გაცილებით ნაკლებწარმატებული აღმოჩნდა. იგი გამოიცა 2003 წელს და უმეტესწილად მძიმე როკის სიმღერებით იყო სავსე. მან მსოფლიოში მხოლოდ 3,5 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო.

"Try This"-ის შემდეგ პინკმა გრძელვადიანი შესვენება აიღო და კვლავ დაუბრუნდა სცენას 2006 წლის აპრილში, როდესაც გამოუშვა თავისი მე-4 სტუდიური ალბომი "I'm Not Dead". ალბომი დიდი წარმატება იყო, როგორც გაყიდვების, აგრეთვე კრიტიკოსების რეაქციის მიხედვით. ბევრმა კტიტიკოსმა ალბომს 2006 წლის საუკეთესი ალბომი უწოდა. ალბომის პირველი სინგლი იყო "Stupid Girls", რომლის კლიპიც დიდი განსჯის საგანი გახდა. სიმღერასა და კლიპში პინკმა გააკეთა ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავები პაროდია. ალბომიდან გამოვიდა კიდევ 3 წარმატებული სინგლი, ესენია: "Who Knew", "U + Ur Hand" და "Nobody Knows". მსოფლიოშო ალბომის 6 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც ბოლო დროისათვის, როდესაც ალბომების გაყიდვები საგრძნობლად კლებულეობს, ძალიან კარგი მაჩვენებელია.

პინკის მე-5 სტუდიური ალბომი 2008 წლის 28 ოქტომბერს გამოვიდა. მისი პირველი სინგლი "So What" მომრერლის უდიდესი ჰიტი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჩარტებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია და ა.შ. სიმღერამ ზედიზედ 6 კვირა გაატარა მსოფლიო ჰიტების ჩარტის უმაღლეს საფეხურზე. ალბომი მხოლოდ 3 კვირის წინ გამოვიდა და უკვე 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Huey, Steve. P!nk. Allmusic. Rovi Corp. ციტირების თარიღი: September 23, 2012.