2000-იანები
ათწლეული
2000-იანი (ორი ათასიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 2000-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 2000 წლის 1 იანვარს და დასრულდა 2009 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | III |
საუკუნე: | XX – XXI – XXII |
ათწლეული: | 1970-იანები 1980-იანები 1990-იანები
– 2000-იანები – |
წლები: | 2000 · 2001 · 2002 · 2003 · 2004 2005 · 2006 · 2007 · 2008 · 2009 |
მოვლენები
სარჩევი: 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009
- 26 მარტი : ვლადიმერ პუტინი აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად.
- 7 მაისი : გაიმართა რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვ. პუტინის ინაუგურაცია.
- 25 მაისი : ისრაელმა დაასრულა ლიბანის 22-წლიანი ოკუპაცია.
- 5 ივნისი : ინდონეზიის სუმატრას კუნძულზე მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მოჰყვა 100-ზე მეტი მსხვერპლი.
- 1 იანვარი : ევროპის კავშირში შევიდა საბერძნეთი.
- 25 მაისი : მუხროვანის ბრიგადის ტერიტორია უნებართვოდ დაიკავა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა ბატალიონმა. მეამბოხეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
- 4 ოქტომბერი-18 ოქტომბერი : კოდორის კრიზისი. 4 ოქტომბერს ქართული ჯარები კოდორის ხეობიდან შეიჭრნენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ხეობის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. 18 ოქტომბრისთვის ქართველი მებრძოლები უკუქცეულნი იყვნენ აფხაზეთის ჯარის მიერ.
- 1 იანვარი : მიმოქცევაში გაუშვეს ევროს ბანკნოტები.
- 1 აპრილი : პირველად მსოფლიოში, ნიდერლანდებში დააკანონეს ევთანაზია.
- 20 მაისი : აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 31 მაისი : იაპონიასა და სამხრეთ კორეაში დაიწყო მსოფლიოს მე-17 ჩემპიონატი ფეხბურთში.
- 21 ივნისი : მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ევროპა პოლიოსგან განთავისუფლებულად გამოაცხადა.
- 30 აგვისტო : ჰენრი კუპრაშვილმა კაცობრიობის ისტორიაში პირველმა გადაცურა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრული კოლხური — უძველესი ქართული სამხედრო-საწვრთნელი ყაიდა) დარდანელის სრუტე, 12 კმ. 3 საათსა და 15 წუთში, ამასთან ერთად სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს.
- 19 მარტი : აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ჯარები შეიჭრნენ ერაყში. დაიწყო ერაყის ომი.
- 1 მაისი : აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა ომის დამთავრება ერაყში.
- 14 აგვისტო : ნიუ-იორკის შტატში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყდა დენის მიწოდება.
- 23 ნოემბერი : საქართველოში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. დასრულდა ვარდების რევოლუცია.
- 7 დეკემბერი : რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.
- 13 დეკემბერი : ერაყში ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააკავეს სადამ ჰუსეინი.
- 26 დეკემბერი : სამხრეთ ირანში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მოჰყვა 40.000-ზე მეტი მსხვერპლი.
- 4 იანვარი : საქართველოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები.
- 25 იანვარი : საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი.
- 30 იანვარი : საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ეროვნული თანხმობის დეკლარაცია.
- 11 მარტი : ქ. მადრიდში მატარებელი ააფეთქეს ტერორისტებმა. დაიღუპა 191 ადამიანი.
- 14 მარტი : რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვა ვლადიმერ პუტინმა.
- 22 მარტი : ისრაელის ჯარმა მოკლა „ჰამასის“ ლიდერი აჰმად იასინ.
- 5 მაისი : მოკლეს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ახმად კადიროვი.
- 6 მაისი : მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა ასლან აბაშიძე.
- 21 ივნისი : მსოფლიოში პირველი კერძო მართვადი კოსმოსური ხომალდი „SpaceShipOne“ გავიდა კოსმოსში.
- 13 აგვისტო : ათენში დაიწყო ოლიმპიური თამაშები.
- 1 სექტემბერი : ჩრდილოეთ ოსეთის ქ. ბესლანში ტერორისტებმა სკოლა დაიკავეს. 3 საქტემბრამდე გაგრძელდა და 350-ზე მეტი დაიღუპა.
- 11 ნოემბერი : გარდაიცვალა პალესტინის პოლიტიკური ლიდერი იასირ არაფატი.
- 22 ნოემბერი : უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მაგრამ ამ შედეგის მიმართ დიდი მასშტაბით დაიწყო სახალხო პროტესტი.
- 26 დეკემბერი : ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მოჰყვა 150.000-ზე მეტი მსხვერპლი.
- 26 დეკემბერი : უკრაინაში ხელახლა ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ვიქტორ იუშჩენკომ.
დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა თავისი ძველი სახელი სტეფანწმინდა (დაბა)
- 3 აგვისტო : მავრიტანიის პრეზიდენტი მააუია ოულდ აჰმედ ტაია ხუნტის მიერ გადაყენებულ იქნა საუდის არაბეთის მეფე ფაჰდის დაკრძალვის პროცესში.
- 27 მარტი : „ციხის ბუნტი“ თბილისში
- 9 ივლისი : იტალია მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში
- 1 იანვარი : ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ.
- 6 მარტი : ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოხდა რიხტერის შკალით 6,9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა.
- 31 მარტი : საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- 7 ნოემბერი : პარლამენტის შენობის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალა.
- დეკემბერი : ჩამოინგრა ხანძთის გუმბათი.
საქართველოში
რედაქტირებაპოლიტიკა
რედაქტირება- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვრისთვის, ქვეყანაში მოცული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
- რუსეთის ელჩი დაბრუნდა თბილისში: რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ელჩი გაიწვია საქართველოს მიერ ოთხი რუსეთის მოქალაქის 2006 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრების გამო. ურთიერთობა რუსეთთან კვლავ მწვავე რჩება.
- რუსეთმა დაასრულა სამხედრო შენაერთების გაყვანა საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვით, თუმცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კვლავ რჩებიან აფხაზეთში სამშვიდობების სახით.
- საქართველომ ახალი გზა გაიყვანა კოდორის ხეობაში, რითაც განმტკიცდა კონტროლი ზემო აფხაზეთზე.
- საქართველოს ხელისუფლების მხადაჭერით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
- 1993 წელს ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაკრძალული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთი დააბრუნეს საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- საქართველომ გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 2000-მდე, რითაც სამხედროების რაოდენობით მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ ამ ქვეყანაში.
- აგვისტოში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნაღმი გადმოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ წითელუბანთან (სამაჩაბლო). ნაღმი არ აფეთქებულა და რუსეთსაც ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა არ აუღია.
- აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირი შემოვიდა საქართველოში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
ბიზნესი
რედაქტირება- საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იწყებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობას ნოემბრის ბოლოს. გახსნის ცერემონია ჩატარდა მარაბდასთან სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.
- აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტოსტრადის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელმაც შეაერთა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის ორი მონაკვეთი ნოემბრის ბოლოს.
- თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა თებერვალში თურქული კომპანია TAV LLC-ის მონაწილეობით, რომელმაც მასში $100 მილიონი დოლარი დააბანდა (ბათუმის აეროპორტთან ერთად).
- საქართველოს ენერგიის სექტორის პრივატიზება დასრულდა ივნისში. საერთო შემოსავლებმა $500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
- ნოემბერში საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეებისთვის.
- საქართველოში შემოვიდა ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC.
- სასტუმროების ქსელების გიგანტები „კემპინსკი“ და „ჰაიატი“ თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას იწყებენ.
სპორტი
რედაქტირება- ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
- საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს: ორი ჭიდაობაში (დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე) და ერთი ძიუდოში (ირაკლი ცირეკიძე). ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 18 წელიწადში, როდესაც საქართველო ჩემპიონი გახდა თითოეულ ამ სპორტის სახეობაში.
კულტურა
რედაქტირება- საქართველოში რამდენიმე მსხვილი სამუსიკო ვარსკვლავი ჩამოდის: მონსერატ კაბაიე, შაკირა, რიკი ე პოვერი, ჯო კოკერი.
- თეატრის აღორძინება: რუსთაველის თეატრში მრავალი ძველი თუ ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიხსნა. მარჯანიშვილის თეატრმა დაიწყო ფუნქციონირება განახლებული დარბაზებითა და სპექტაკლებით.
- ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი, დიდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ვაჟი, თენგიზ სუხიშვილი გარდაიცვალა.
- დებიუტი ევროვიზიის კონკურსში: მაისში სოფო ხალვაში პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ფინალში გასულმა სოფომ მე-12 ადგილი დაიჭირა.
იანვარი
რედაქტირება- 1 იანვარი - მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში (მათ შორის ბარი და რესტორანი) პორტუგალიაში, საფრანგეთში და აშშ-ის შტატ ილინოისში.
თებერვალი
რედაქტირება- 1 თებერვალი - Microsoft-მა გადაწყვიტა 44,6 მილიარდი დოლარის გადახდა Yahoo!-ს სანაცვლოდ.
- 1 თებერვალი - კახა ბენდუქიძე დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსად.
აგვისტო
რედაქტირება- ომი ცხინვალის რეგიონში (აგრეთვე ცნობილი როგორც „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთ-საქართველოს ომი) — 2008 წლის აგვისტოში დაიწყო ქართულ ჯარებსა და ოს სეპარატისტთა შორის. 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. ომის შედეგად ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოექცა ახალგორის მუნიციპალიტეტი და ცხინველთან მდებარე სადავო სოფლები.
დეკემბერი
რედაქტირება- 27 დეკემბერი - ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორის დაბომბვა დაიწყო. დაიწყო ოპერაცია ტყვიის ზოდი
- 27 იანვარი : რუსეთის წმინდა სინოდმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია კირილე I.