ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰერბერტ "ჰერბი" ჯეფრი ჰენკოკი (Herbert Jeffrey Hancock) (12 აპრილი, 1940, ჩიკაგო, ილინოისი), ამერიკის აკადემიისა და გრემის ჯილდოების მფლობელი ჯაზის პიანისტი და კომპოზიტორი.

ჰერბი ჰენკოკი, 2006.

მაილს დეივისის "მეორე დიდი კვინტეტის" შემადგენლობაში ჰენკოკს ჯაზის რიტმულობის განსაზღვრაში მიუძღვის წვლილი და "პოსტ-ბოპ" ხმის ერთ-ერთი ძირითადი "არქიტექტორი" იყო. მოგვიანებით ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც ჯაზში სინთეზატორი და ფანკი შემოიტანა. თუმცა, მიუხედავად მისი დაუღალავი ექსპერიმენტალიზმისა, ჰენკოკის მუსიკა ხშირად მელოდიური და მისაწვდომია. მისი მრავალი სიმღერა სხვა ჟანრებშიც იჭრება და შედეგად მას დიდი წარმატება ჰქონდა პოპ მსმენელთა შორისაც.

ჰენკოკის საუკეთესო სოლო ნამუშევრათა შორისაა "Cantaloupe Island", "Watermelon Man", "Maiden Voyage", "Chameleon", და სინგლი "Rockit."

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერბი_ჰენკოკი“-დან