ბრიტნი სპირსი
ბრიტნი ჯინ სპირსი (ინგლ. Britney Jean Spears; დ. 2 დეკემბერი 1981) — ამერიკელი მომღერალი. დაიბადა მაკკომბში (მისისიპი) და გაიზარდა კენტვუდში (ლუიზიანა). სიმღერით გამოსვლები დაიწყო ბავშვობიდან, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა. 1997 წელს გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან Jive Records და 1999 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი ...Baby One More Time, რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა.[1] მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც. მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-ხატად და გაყიდვების რეკორდები დაამყარა, ხოლო სიმღერები „...Baby One More Time“ და „Oops!... I Did It Again“ იქცა საერთაშორისო #1 ჰიტებად. სპირსს მიაწერენ 1990-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას. 20 წლის ასაკამდე იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოზარდ შემსრულებლად იქცა.[2], რამაც „პოპ-პრინცესის“ სტატუსიც შესძინა.[3]
ბრიტნი სპირსი | |
---|---|
დაბადების სახელი | ბრიტნი ჯინ სპირსი |
დაბადების თარიღი |
2 დეკემბერი, 1981 მაკ-კომბი, მისისიპი, აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1992–დღემდე |
მეუღლე(ები) |
ჯეისონ ალეგზანდერი (იქ. 2004; გაშ. 2004) კევინ ფედერლაინი (იქ. 2004–07) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: ჯეიმზ სპირსი დედა: ლინ სპირსი |
ნათესავები |
|
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები | |
საიტი |
britneyspears.com britney.com |
2001 წელს ბრიტნიმ გამოსცა მესამე სტუდიური ალბომი Britney და მონაწილეობა მიიღო ფილმში „გზაჯვარედინები“. მეოთხე სტუდიურ ალბომზე In the Zone (2003) მან უკვე სრული შემოქმედებითი კონტროლი დაამყარა. ამ ალბომიდან გამოიცა შემდგომში ჩარტების სათავეებში მოხვედრილი სინგლები Me Against the Music, Toxic და Everytime. ორი კრებულის გამოსცემის შემდეგ პირადი პრობლემების გამო სპირსის კარიერა დროებით შეჩერდა. მეხუთე ალბომი, Blackout 2007 წელს გამოიცა და მიუხედავად მცირე პრომო-კამპანიისა, მის სინგლებს Gimme More და Piece of Me დიდი წარმატება ხვდა წილად, სინგლებით „Gimme More“ და „Piece of Me“. მეექვსე სტუდიურ ალბომს, Circus, ახლდა სინგლების Womanizer, Circus და If U Seek Amy გამოცემა. ბრიტნის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე [4] The Circus Starring Britney Spears 2009 წელს დაიწყო. იმავე წლის ოქტომბერში მან გამოსცა შემდგომში ჩარტების სათავეში მოხვედრილი სინგლი „3“, რომელიც მის კარიერაში „ბილბორდის“ ცხელი ასეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი რიგით მესამე სინგლი აღმოჩნდა. მეშვიდე სტუდიური ალბომი Femme Fatale მომღერალმა 2011 წელს გამოსცა. იგი იქცა მის პირველ ალბომად, რომლის ზედიზედ სამი სინგლი, Hold It Against Me, Till the World Ends და I Wanna Go მოხვდა აშშ-ის 10 ეულებში. იმავე წელს მის კარიერაში რიგით მეხუთე #1 სინგლად იქცა სიმღერის „S&M“ რემიქსი, ჩაწერილი რიანასთან ერთად.
კარიერის მანძილზე სპირსმა მიიღო მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის - გრემი, MTV-ს ვიდეოს 6 ჯილდო, ბილბორდის 9 ჯილდო და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
დისკოგრაფია
რედაქტირება- ...Baby One More Time (1999)
- Oops!... I Did It Again (2000)
- Britney (2001)
- In the Zone (2003)
- Blackout (2007)
- Circus (2008)
- Femme Fatale (2011)
- Britney Jean (2013)
- Glory (2016)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Folkard, Claire (2003). Guinness World Records 2003. Bantam Books. p. 288. ISBN 978-0-553-58636-7.
- ↑ Ruggieri, Melissa (2000-12-19). "Music Notes". Richmond Times-Dispatch: pp. D.13
- ↑ Often referred to in interviews, cover stories and promotional material as the new 'princess of pop' Susan Hopkins (2002), Girl Heroes: The New Force In Popular Culture, University of Michigan Press, p. 60
- ↑ Esmailian, Ani. (2010-05-21) 15 Most Profitable Female Tours Ever. Hollyscoop. DNA Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2010-07-27.