ოშავა
ოშავა (ინგლ. Oshawa) — ინგლისურენოვანი ქალაქი კანადაში. მდებარეობს ონტარიოს შტატში, მიეკუთვნება დურჰამის მუნიციპალიტეტს. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 141 590 ადამიანს, ქალაქს 14-ე ადგილი უკავია მოსახლეობის მიხედვით კანადაში, ოშავას აგლომერაციაში ცხოვრობს 330 594 ადამიანი. ქალაქში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 972,1 ადამიანს. ოშავას ფართობი შეადგენს 145,65 კმ²-ს. ქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს კანადის ქალაქი ტორონტო, ხოლო რამდენიმე კილომეტრში არის კანადა აშშ-ს ოფიციალური საზღვარი. ქალაქი მოქცეულია დიდი ტორონტოს ფარგლებში. ოშავას დიდი ეკონომიკური ფუნქციუები აკისრია, აქ იწარმოება მრავალი საქონელი, საზღვაო გზებით უკავშირდება აშშ-ისა და კანადის ქალაქებს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ოშავა Oshawa | |||
ფაილი:Oshawa Bus Terminal 001.JPG | |||
| |||
ქვეყანა | კანადა | ||
პროვინცია | ონტარიო | ||
კოორდინატები | 43°53′51″ ჩ. გ. 78°51′49″ დ. გ. / 43.89750° ჩ. გ. 78.86361° დ. გ. | ||
დაარსდა | 1850 | ||
ფართობი | 145.65 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 106±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 141,590 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 972.1 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 330,594 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 905, 289 და 365 | ||
საფოსტო ინდექსი | L1G, L1H, L1J, L1K და L1L | ||
ოფიციალური საიტი | http://www.oshawa.ca/ | ||
ქალაქი დაარსდა 1850 წელს. გაშენებულია ეირის ტბის ნაპირზე.