Under My Thumb“ — ინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის სიმღერა, დაწერილი მიკ ჯეგერის და კით რიჩარდსის მიერ. იგი პირველად გამოვიდა ჯგუფის 1966 წლის ალბომზე Aftermath. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურენოვან ქვეყნებში სინგლზე არასოდეს გამოსულა, იგი მოხვდა ჯგუფის მრავალ კომპილაციაში. 1968 წელს საბოლოოდ, იაპონიაში იგი სინგლზე გამოუშვეს.

„Under My Thumb“

იაპონური სინგლის გარეკანი
სიმღერაროლინგ სტოუნზი
ალბომიდან Aftermath
გამოსვლის თარიღი 15 აპრილი 1966
ჩაიწერა 6–9 მარტი 1966
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 3:41
ხმისჩამწერი ლეიბლი Decca
ავტორ(ებ)ი ჯეგერი/რიჩარდსი
პროდიუსერი ენდრიუ ლუგ ოლდემი

1969 წელს ამ სიმღერის შესრულებისას Hells Angels-მა (ჯგუფის დაცვამ) კონფლიქტის წარმოშობისას მოკლა შეიარაღებული მერედით ჰანტერი. ამ ინციდენტის შესახებ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს ჯგუფი ამ დროს "Sympathy for the Devil-ს ასრულებდა". მოვლენები ასახულია ფილმში Gimme Shelter.[1]

"Under My Thumb" ჯგუფის მიერ სრულდებოდა 1981-1982 წლების ტურნეებში. იგი სეტლისტში დაბრუნდა 1997-1998 და 2006 წლებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება