ენდრიუ ლუგ ოლდემი
ენდრიუ ლუგ ოლდემი (დ. 1944 წლის 29 იანვარს) — ინგლისელი პროდიუსერი, მენეჯერი, იმპრესარიო და მწერალი. 1963-1967 წლებში იგი ჯგუფ როლინგ სტოუნზის მენეჯერი და პროდიუსერი იყო.
სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც ოლდემმა როლინგ სტოუნზთან მიმართებაში მიიღო, იყო:
- ჯგუფის ორიგინალური სტუდიური ფირების მფლობელობა. მოგვიანებით ეს ფირები ლეიბლზე Decca იქნა გაქირავებული.
- ოლდემმა სტუდიაში მოიყვანა ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი. მისი ინიციატივით The Beatles-სა და როლინგ სტოუნზის მიერ ჩაწერილი იქნა სიმღერის I Wanna Be Your Man ვერსიები.
- მისი ინიციატივით მიკ ჯეგერისა და კით რიჩარდსის შემოქმედებითი თანამშრომლობა დაიწყო და როლინგ სტოუნზს საკუთარი სიმღერებიც შეემატა.
- ოლდემის მიერ ასევე მოხდა როლინგ სტოუნზის „ცუდ ბიჭუნებად“ წარდგენა. მან გამოიგონა ფრაზა „საკუთარ ქალიშვილის როლინგ სტოუნის ცოლობაზე დათანხმდებოდით?“. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ალბომების ყდებზე თანდართული შენიშვნები, როგორიც იყო სატირული ტონის მატარებელი მითითება, რომელშიც ჯგუფის მოყვარულებს სთავაზობდნენ მათხოვრისგან ფულის მოპარვას, რათა ჯგუფის ალბომი შეეძინათ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება