Their Satanic Majesties Requestინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის 1967 წლის სტუდიური ალბომი. სახელწოდება არის ფრაზის Her Britannic Majesty requests and requires... შეცვლილი ვერსია. ეს ფრაზა ბრიტანულ პასპორტში წერია.

Their Satanic Majesties Request
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 8 დეკემბერი 1967 (ბრიტანეთი)
9 დეკემბერი 1967 (აშშ)
ჩაიწერა 9 თებერვალი - 23 ოქტომბერი 1967
სტუდია Olympic, ლონდონი, ინგლისი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 44:06
ლეიბლი Decca/ABKCO (ბრიტანეთი)
London/ABKCO (აშშ)
პროდიუსერი როლინგ სტოუნზი
როლინგ სტოუნზი — ქრონოლოგია
Between the Buttons
(1967)
Their Satanic Majesties Request
(1967)
Beggars Banquet
(1968)
როლინგ სტოუნზის აშშ-ის — ქრონოლოგია
Flowers
(1967)
Their Satanic Majesties Request
(1967)
Beggars Banquet
(1968)
სინგლები ალბომიდან Their Satanic Majesties Request
  1. „In Another Land/The Lantern“
    გამოცემის თარიღი: 2 დეკემბერი 1967
  2. „She's a Rainbow/2000 Light Years from Home“
    გამოცემის თარიღი: 23 დეკემბერი 1967
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars [1] სტერეო ვერსია
Allmusic4.5/5 stars [2] მონო ვერსია
რობერტ კრისტგოუB+ [3]
Rolling Stone4/5 stars [4]

დისკის Between the Buttons შემდეგ დიდი ხნის პაუზა ჩამოვარდა. სანამ Their Satanic Majesties Request გამოვიდოდა, ჯგუფმა რამდენიმე თვე სასამართლო გარჩევებსა და პოლიციის განყოფილებებში გაატარა.

ალბომის გამოსვლა დაემთხვა ბრიტანეთში ფსიქოდელიური როკის პოპულარობას, რასაც ხელს უწყობდა პინკ ფლოიდის გამოჩენაც. ახალი ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #3, ხოლო აშშ ჩარტების - #2 ადგილზე, მაგრამ კომერციულად იგი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. მსმენელისათვის ის ფაქტი, რომ როლინგ სტოუნზი ჰიპების კულტურით დაინტერესდა, ოდნავ მიუღებელი აღმოჩნდა და შემდეგი ალბომით კოლექტივი დაუბრუნდა ბლუზს, რომელიც მისთვის უფრო მისაღები სტილი იყო.

1998 წელს გამოიცა ბუტლეგი 8 დისკით ამ ალბომის სტუდიური სესიების ჩანაწერებით.

მიუხედავად თავდაპირველი კომერციული წარუმატებლობისა, წლების განმავლობაში ინტერესმა ამ ალბომის მიმართ იმატა, ხოლო მისმა ჰოლოგრამულმა ყდამ ჯგუფის გამოსახულებით, რომელიც მხოლოდ გრამფირფიტაზე იყო გამოტანილი, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ყველა დროის ალბომების ყველაზე ორიგინალური ყდების სიაში.

ალბომიდან კონცერტებზე სრულდებოდა მხოლოდ ორი სიმღერა: 2,000 Light-years From Home (1989 წლის აშშ და 1990 წლის ევროპული ტური), და She's a Rainbow (1997-98 წლების ტური Bridges to Babylon).

2002 წლის აგვისტოში ალბომი გამოიცა ახალი რემასტერინგის, გრამფირფიტისა და სუპერ აუდიო დისკის (SACD) სახით, ლეიბლზე ABKCO Records.

შეფუთვა და დიზაინი

რედაქტირება

ჯგუფის გამოსახულება ვინილის ფირფიტის კონვერტზე სამგანზომილებიანი იყო. მისი ავტორია ფოტოგრაფი მაიკლ კუპერი. კონვერტის აქეთ-იქით დატრიალების შემთხვევაში ჯგუფის წევრების თვალები ერთმანეთისაკენ იხრებოდა, ჯეგერის გამოკლებით. საინტერესოა, რომ გარეკანზე ასევე შეიმჩნევა The Beatles-ის წევრების სახეები. კომპაქტ-დისკებზე ეს ეფექტები, რა თქმა უნდა, არ იქნა გადმოცემული.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — ჯეგერი/რიჩარდსი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Sing This All Together“3:46
2.„Citadel“2:50
3.„In Another Land“ (უაიმენი)3:15
4.„2000 Man“3:07
5.„Sing This All Together (See What Happens)“8:33
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
6.„She's a Rainbow“4:35
7.„The Lantern“4:24
8.„Gomper“5:08
9.„2000 Light Years from Home“4:45
10.„On with the Show“3:40

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება