ჯორჯ „ბადი“ გაი (ინგლ. George Buddy Guy; დ. 30 ივლისი, 1936) — ამერიკელი ბლუზ გიტარისტი და მომღერალი. ის არის ჩიკაგო ბლუზის შემსრულებელი და განიცდის: ჯიმი ჰენდრიქსის, ერიკ კლეპტონის, ჯეფ ბეკის და სტივ რეის გავლენას. იგი არის გრემის 6 გზის გამარჯვებული.

ბადი გაი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯორჯ გაი
აგრეთვე ცნობილი როგორც ბადი
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1936 (79 წლის)
ლეთსვორთი, ლუიზიანა, აშშ
დაბ. ადგილი Lettsworth[1]
წარმოშობა ამერიკელი
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
ჟანრ(ებ)ი ჩიკაგო ბლუზი,
ელექტრო ბლუზი,
ბლუზ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი,
სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1953-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი RCA, Cobra, Chess, Delmark, Silvertone, MCA, Atlantic, MPS, Charly, Zomba Music Group, Jive, Vanguard, JSP Records, Rhino Records, Purple Pyramid, Flyright, AIM Recording Co., Alligator Records, Blues Ball Records
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Buddy Guy Signature Stratocaster
საიტი buddyguy.net
ბადი გაი ვიკისაწყობში

როლინგ სტოუნსის შეფასებით ბადი გაი რანგით 30-ე გიტარისტია "მსოფლიოს 100 გიტარისტებს" შორის. მისი სიმღერა "Stone Crazy" აგრეთვე მოხვდა როლინგ სტოუნსის "100 საუკეთესო სიმღერათა შორის". ერიკ კლეპტონის თქმით ბადი გაი არის, "საუკეთესო ცოცხალი გიტარისტი".

გაის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, "როდესაც დავტოვე სახლი: ჩემი ისტორია", გამოიცა 2012 წელს.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბადი გაი დაიბადა 1936 წლის ივლისს ლეთსვორთში, ლუზიანაში, სემ და იზაბელ გაის ოჯახში. იგი მათი მეხუთე შვილი იყო. 7 წლის ასაკში მან დაიწყო გიტარის დაკვრა. თავდაპირველად იგი უკრავდა ორ სიმიან მუსიკალურ საკრავზე "Didley Bow"-ზე. შემდგომში უკვე მან აიღო აკუსტიკური გიტარა, რამაც დასაბამი მისცა მის მუსიკალურ კარიერას.

1950-იან წლებში გაი იწყებს დაკვრას სხვადასხვა ბენდებთან ბატონ რუჟში. ბატონ რუჟში ცხოვრებისას, გაი იწყებს მუშაობას ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მცველის პოზიციაზე.

1957 წლის 25 სექტემბერს იგი გადადის ჩიკაგოში, სადაც განიცდის მადი ვატერსის გავლენას. 1958 წელს მაგიურმა სემმა და ოტის რაშმა ბადი გაისთან დადეს კონტრაქტი. გაიმ თავისი სიმღერები ჩაწერა "Cobra Records"-ის მეშვეობით. ამის შემდეგ მან ჩაწერა თავისი სიმღერები ჯუნიორ ველსთან "Delmark Records"-ში, ფსევდონიმით "მეგობრული ჩაპი" 1965 და 1966 წლებში. ბადი გაის პირველი სოლო ალბომი იყო "I Left My Blues In San Francisco", რომელიც გამოვიდა 1967 წელს.

1965 წელს გაიმ მონაწილეობა მიიღო ევროპულ ტურში "ამერიკული ფოლკ-ბლუზის ფესტივალი".

ის გამოჩნდა სცენაზე სუპერშოუში 1969 წლის მარტში სტაინში, ინგლისში, სადაც აგრეთვე მონაწილეობდნენ: ერიკ კლეპტონი, ლედ ზეპელინი, ჯეკ ბრიუსი, სტეფან სტილსი, ბადი მაილსი და ა.შ.

ბადი გაი აგრეთვე აწყობს პერფორმანსს ყოველწლიურად, იანვარში "ჩიკაგო ბლუზ კლუბში".

მისი მუსიკა შესაძლოა იცვლებოდეს ყველაზე ტრადიციული, ღრმა ბლუზიდან წინაწარ ამოუცნობ შემოქმედებით გუმბო ბლუზამდე, ავანგარდ როკამდე, თავისუფალ ჯაზამდე, რაც მორფია ყოველი ღამის პერფორმანსის დროს.

გაიმ თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მრავალი კონცერტი ჩაატარა. როგორც, მუსიკოსი მან ფუნდამენტალური ძვრები მოახდინა ბლუზისა და როკ-ენ-როლის ჟანრში. მან ახალი თაობის მრავალ მომღერალს მისცა თავისი მუსიკალური გენიის გავლენის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობა.

ბადი გაის უწოდებენ ხიდს ბლუზსსა და როკ-ენ-როლს შორის. ის არის ისტორიულად დაკავშირებული ელექტრო ბლუზის პიონერ მადი ვატერსთან და ჰოულინ ვოლფთან და ისეთ მუსიკოსებთან, როგოროებიც არიან: ერიკ კლეპტონი, ჯეფ ბეკი, ჯიმი ჰენდრიქსი და ჯიმი პეიჯი. იგი აგრეთვე დაკავშირებულია ბლუზის ლეგენდასთან სტივ რეისთან. რეიმ ერთხელ თქვა: "რომ არ ყოფილიყო ბადი გაი, არ იქნებოდა სტივ რეი".

სიმღერები, როგორიცაა "Red House", "Voodoo Chile" და "Voodoo Child" ვერ იარსებებდა, რომ არა ბადი გაი. სწორედ მისი მეშვეობით მოხერხდა ჯიმი ჰენდრიქსის მიერ ამ სიმღერების შექმნა.

ბადი გაიმ გახსნა როლინგ სტოუნსის მრავალი ტური 1970-იან წლებში. მასზე Guns N' Roses გიტარისტმა სლეშმა თქვა: "ბადი გაი არის საუკეთესო კომბინაცია რიტმ-ენდ-ბლუზის და როკ-ენ-როლის.

2012 წლის 21 თებერვალს, გაიმ კონცერტი გამართა თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და პირველ ლედის მიშელ ობამას პატივსაცემად.

ჯილდოები

რედაქტირება

ბადი გაიმ 6-ჯერ მოიგო გრემის ჯილდო, ორჯერ მისი მუშაობისთვის ელექტრო და აკუსტიკურ გიტარასთან და ოთხჯერ თანამედროვე და ტრაციული ბლუზ ალბომისთვის. 2003 წელს იგი დაჯილდოვდა ნაციონალური მედალით ხელოვნების დარგში. ეს მედალი გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ბადი გაი ერიკ კლეპტონმა და ბი ბი კინგმა მიიწვიეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2005 წლის 14 მარტს.

პირადი ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება

ბადი გაის ოჯახში, რამდენიმე ადამიანი არის მუსიკოსი. მისი ძმა ფილ გაი, ასევე ბლუზ მუსიკოსია, როგორც ბადის შვილი გრეგ გაი.

1991 წლიდან 2002 წლამდე ის ქორწინებაში იყო ჯენიფერ გაისთან. ურთიერთობა განქორწინებით დამთავრდა.

დისკოგრაფია

რედაქტირება
ალბომი წელი ლეიბლი შენიშვნები
Hoodoo Man Blues 1965 Delmark ჯუნიორ ველსთან ერთად
Chicago / The Blues / Today!, Vol. 1 1966 Vanguard ჯუნიორ ველსთან ერთად
It’s My Life, Baby! 1966 Vanguard ჯუნიორ ველსთან ერთად
I Left My Blues In San Francisco 1967 Chess ბადი გაის პირველი სოლო ალბომი
Berlin Festival - Guitar Workshop 1967 MPS
A Man and the Blues 1968 Vanguard
Coming at You 1968 Vanguard
Blues Today 1968 Vanguard
This Is Buddy Guy (Live) 1968 Vanguard
Hot and Cool 1969 Vanguard
First Time I Met the Blues-Python 1969
Buddy and the Juniors 1970 MCA ჯუნიორ მანსთან და ჯუნიორ ველსთან ერთად
Buddy & Junior Mance & Junior Wells 1971 Harvest (UK)
South Side Blues Jam 1970 Delmark ჯუნიორ ველსთან და ოტის სპანთან ერთად
In the Beginning 1971 Red Lightnin’
Play the Blues 1972 Rhino ჯუნიორ ველსთან ერთად
Hold That Plane! 1972 Vanguard
I Was Walking Through the Woods 1974 Chess იწერებოდა 1960-64 წ.წ
Got to Use Your Head 1979 Blues Ball
The Dollar Done Fell 1980 JSP
Buddy & Phil 1981 JSP
Stone Crazy! 1981 Alligator
Going Back 1981 Isabel ჯუნიორ ველსთან ერთად
Drinkin’ TNT ’n’ Smokin’ Dynamite (live) 1982 Blind Pig
DJ Play My Blues 1982 JSP
Buddy Guy 1983 Chess
The Original Blues Brothers (live) 1983 Blue Moon
Ten Blue Fingers 1985 JSP
Atlantic Blues: Chicago 1986 Atlantic
Chess Masters 1987 Charly
Live at the Checkerboard Lounge, Chicago-1979 1988 JSP
Breaking Out 1988 JSP
I Ain’t Got No Money 1989 Flyright
Alone & Acoustic 1991 Alligator
Damn Right, I've Got the Blues 1991 Silvertone 1991 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
My Time After Awhile 1992 Vanguard
The Very Best of Buddy Guy 1992 Rhino/WEA
The Complete Chess Studio Recordings 1992 Chess
Live at Montreaux 1992 Evidence ჯუნიორ ველსთან ერთად
Stone Free: A Tribute to Jimi Hendrix 1993 Reprise
Feels Like Rain 1993 Silvertone 1993 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
Slippin' In 1994 Silvertone 1995 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
Southern Blues 1957-63 1994 Paula PCD-26
Live: The Real Deal 1996 Silvertone ჯი. ეი. სმიტთან და "შაბათის ღამის ლაივ ბენდთან" ერთად
Buddy’s Blues 1997 Chess
Buddy’s Blues 1978-1982: The Best of the JSP Recordings 1998 JSP
As Good as It Gets 1998 Vanguard
Heavy Love 1998 Silvertone
Last Time Around - Live at Legends 1998 Jive ჯუნიორ ველსთან ერთად
This Is Buddy Guy 1998 VMD
Blues Master 1998 Vanguard
Buddy’s Baddest: The Best of Buddy Guy 1999 Silvertone
The Complete Vanguard Recordings 2000 Vanguard
Every Day I Have the Blues 2000 Purple Pyramid ჯუნიორ ველსთან ერთად
20th Century Masters: The Millennium: The Best of Buddy Guy 2001 MCA
Sweet Tea 2001 Jive 2001 წელს ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
Double Dynamite 2001 AIM
Blues Singer 2003 Silvertone 2003 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო ტრადიციული ბლუზ ალბომისთვის"
Chicago Blues Festival 1964 (Live) 2003 Stardust
Jammin’ Blues Electric & Acoustic 2003 Sony
Live at the Mystery Club 2003 Quicksilver
A Night of the Blues 2005 ჯუნიორ ველსთან ერთად
Bring 'Em In 2005 Jive
Can't Quit the Blues: Box Set 2006 Silvertone/Legacy
Live: The Real Deal 2006 Sony ჯი. ეი. სმიტთან და "შაბათის ღამის ლაივ ბენდთან" ერთად
Goin' Home: A Tribute to Fats Domino 2007 Vanguard ჯოს სტოუნთან ერთად
Skin Deep 2008 Jive
The Definitive Buddy Guy 2009 Shout! Factory
Living Proof 2010 Jive 2010 წელს მოიგო გრემის ჯილდო "საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომისთვის"
Icon 2011 Geffen/Chess
Live At Legends 2012 RCA/Silvertone
Rhythm & Blues 2013 RCA Records
Born to Play Guitar 2015 RCA Records

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African MusiciansGreenwood Publishing Group, 1982.