Happy (როლინგ სტოუნზის სიმღერა)
„Happy“ — ინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის სიმღერა. იგი სინგლის სახით 1972 წელს გამოიცა. შეტანილია ალბომში Exile on Main St..
„Happy“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — როლინგ სტოუნზი | ||||
ალბომიდან Exile on Main St. | ||||
B-მხარე | All Down the Line | |||
გამოსვლის თარიღი | 15 ივლისი 1972 | |||
ჩაიწერა |
ივლისი-ნოემბერი 1971 ვილა „ნელკოტი“, საფრანგეთი | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:05 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Rolling Stones Records | |||
ავტორ(ებ)ი | ჯეგერი/რიჩარდსი | |||
პროდიუსერი | ჯიმი მილერი | |||
როლინგ სტოუნზი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სინგლი Billboard Hot 100-ში 1972 წლის 15 ივლისს #69 პოზიციაზე მოხვდა და იმავე წლის 19 აგვისტოს #22-მდე ავიდა.[1]
ისტორია
რედაქტირებაჯეგერის/რიჩარდსის თანახმად, „Happy“ კით რიჩარდსის მიერ 1971 წლის ზაფხულში დაიწერა, სამხრეთ საფრანგეთში, დღის საათებში. რიჩარდსი ამბობდა, რომ იგი სულ ოთხ საათში დაიწერა, თავიდან ბოლომდე. „ოთხ საათზე იგი უკვე ჩაწერილი იყო.“[2] ძირითადი პარტიები ვილა ნელკოტის სარდაფში ჩაწერეს, რაშიც როლინგ სტოუნზის მობილური სტუდია გამოიყენეს. რიჩარდსმა დაუკრა ბასზე, გიტარაზე და შეასრულა, ვოკალი. პროდიუსერი ჯიმი მილერი უკრავს დასარტყმელ საკრავებზე, ხოლო საქსოფონისტი ბობი კიზი - მარაკასზე.[3] ნიკი ჰოპკინმა ფორტეპიანოს პარტია მოგვიანებით დაამატა, ისევე, როგორც ჯიმი პრაისმა - საყვირი, კიზმა - საქსოფონი, მიკ ტეილორმა - გიტარა და საბოლოო ვოკალური პარტიები, ხოლო მიკ ჯეგერმა - ვოკალი.[4]
საკონცერტო ვერსიები
რედაქტირება1972 წლიდან ჯგუფი „Happy“-ს ასრულებდა საკუთარი ტურნეების ფარგლებში[3]. 1978 წლამდე კონცერტებზე მისამღერს ჯეგერი ასრულებდა.
საკონცერტო ვერსიები შეტანილია ალბომებში Love You Live და Live Licks; სტუდიური ვერსია გამოცემულია კომპილაციურ ალბომებზე Made in the Shade, Forty Licks და GRRR![5] სიმღერა აგრეთვე შეტანილია ფილმებში და DVD კომპლექტებში Ladies and Gentlemen: The Rolling Stones (1974), Stones at the Max (1992), Four Flicks (2004), The Biggest Bang (2007), Some Girls: Live in Texas '78 (2011), Sweet Summer Sun: Hyde Park Live (2013) და L.A. Forum - Live In 1975 (2014).
პერსონალი
რედაქტირება- კით რიჩარდსი: წამყვანი ვოკალი, გიტარა, ბასი
- მიკ ჯეგერი: ვოკალი
- მიკ ტეილორი: სლაიდ-გიტარა
- ჯიმი მილერი: დასარტყმელი საკრავები
- ბობი კიზი: საქსოფონი, მაკარასი
- ჯიმ პრაისი: საყვირი, ტრომბონი
- ნიკი ჰოპკინზი: ელექტრონული ფორტეპიანო
- პოლ ბაკმასტერი: სიმებიანები[6]
სხვა ვერსიები
რედაქტირება- Spirit - ალბომზე Spirit of '76.
- The Pointer Sisters - ალბომზე Priority
- ნილს ლუფგრენი - ალბომზე I Came to Dance.
- Southside Johnny - ალბომზე Into the Harbour.
- The Black Crowes - 2005 წლის ტურნეში.[7]
- ელვის კოსტელო 2009/2010 წლების ტურნეში.[8]
- ლუსინდა უილიამსი 2009 წლის ტურნეში[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Elliott, Martin (2002). The Rolling Stones: Complete Recording Sessions 1962-2002. Cherry Red Books, გვ. 189. ISBN 1-901447-04-9.
- ↑ Richards, Keith (2011). „Chapter 7“, Life. Little, Brown and Company.
- ↑ 3.0 3.1 Appleford, Steve (2000). The Rolling Stones: Rip This Joint: The Story Behind Every Song. Thunder's Mouth Press, გვ. 119. ISBN 1-56025-281-2.
- ↑ McPherson, Ian. Track Talk: Happy. ციტირების თარიღი: 2008-03-05.
- ↑ Zentgraf, Nico. The Complete Works of the Rolling Stones 1962-2008. ციტირების თარიღი: 2008-02-23.
- ↑ მონაცემები აღებულია Exile on Main St.-ის 2010 წლის გამოცემიდან
- ↑ Black Crowes covering the Rolling Stones Happy, Fillmore Auditorium, San Francisco, CA, USA, 10.08.2005
- ↑ Elvis Costello & The Sugarcanes "Happy" Woodinville, WA. 8/23/09
- ↑ Lucinda Williams Wedding encore Rolling Stones' "Happy" First Avenue 9-18-09