(I Can't Get No) Satisfactionინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის სიმღერა. იგი სინგლის სახით წელი წელს გამოიცა. პირველად შეტანილი იქნა ალბომის Out of Our Heads ამერიკულ გამოცემაში.

„(I Can't Get No) Satisfaction“
სინგლი  – როლინგ სტოუნზი
ალბომიდან Out of Our Heads (აშშ)
B-მხარე The Under Assistant West Coast Promotion Man (აშშ)
The Spider and the Fly (ბრიტანეთი)
გამოსვლის თარიღი 6 ივნისი 1965 (აშშ)
20 აგვისტო 1965 (ბრიტანეთი)
ფორმატი 7", 12"
ჩაიწერა 12 მაისი 1965, RCA-ს სტუდიები, ჰოლივუდი
ჟანრი როკ ენ როლი,[1] მძიმე როკი,[2] გერიჯ როკი[3]
ხანგრძლივობა 3:44
ლეიბლი London 45-LON 9766 (აშშ)
Decca F12220 (ბრიტანეთი)
სიმღერის ავტორი ჯეგერი/რიჩარდსი
პროდიუსერი ენდრიუ ლუგ ოლდემი
როლინგ სტოუნზი – სინგლების ქრონოლოგია

The Last Time
(1965)
(I Can't Get No) Satisfaction
(1965)
Get Off of My Cloud
(1965)

„(I Can't Get No) Satisfaction“ იქცა ჯგუფის ჰიტ-სინგლად და მის პირველ სიმღერად, რომელიც აშშ-ში #1 პოზიციაზე მოხვდა. ბრიტანეთში სიმღერა მხოლოდ მეკობრული რადიოსადგურების ეთერში გადაიცემოდა, ვინაიდან მისი ტექსტი სექსუალურად გამომწვევად ითვლებოდა.[4] სინგლის სახით ბრიტანეთში იგი 1965 წლის აგვისტოში გამოვიდა და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ჯგუფის რიგით მეოთხე #1 სინგლად იქცა.

ითვლება, რომ „(I Can't Get No) Satisfaction“ არის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი როკ-სიმღერა. 2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone იგი ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში შეიტანა, ხოლო 2006 წელს იგი შეტანილი იქნა კონგრესის ბიბლიოთეკის ჩანაწერების ეროვნულ რეესტრში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Murray, Micheal. (2010)'(I Can't Get No) Satisfaction,' 45 Years Later. ABC. ციტირების თარიღი: 6 February 2012.
  2. The Top Hard Rock Songs. Allmusic.
  3. Unterberger, Richie. Garage Rock. Allmusic.
  4. Nuzum, Eric (2009). Parental Advisory: Music Censorship in America. HarperCollins Publishers. ISBN 0-06-197673-3.