რონალდ დევიდ „რონი“ ვუდი (ინგლ. Ronnie Wood, დ. 1 ივნისი, 1947) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მხატვარი და რადიოწამყვანი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც 1975 წლიდან ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ წევრი, ისევე, როგორც Faces-ის და The Jeff Beck Group-ის მონაწილე.

რონი ვუდი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რონალდ დევიდ ვუდი
აგრეთვე ცნობილი როგორც ვუდი
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1947 (1947-06-01) (77 წლის)
დაბ. ადგილი ჰილინგტონი, მიდლსექსი, ინგლისი
ეროვნება Bargees[1] და Romani people in the United Kingdom[2]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მხატვარი, რადიოწამყვანი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 1964–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros.
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
ESP - რონი ვუდის სპეციალური მოდელი
Duesenberg - რონი ვუდის სპეციალური მოდელი
Versoul - რონი ვუდის სპეციალური მოდელი
Fender Stratocaster
Gibson Les Paul
Fender Telecaster
საიტი ronniewood.com
რონი ვუდი ვიკისაწყობში

მუსიკოსის კარიერა 1964 წელს დაიწყო, როდესაც გიტარისტის სახით The Birds-ს შეუერთდა.[3] მოგვიანებით იგი მოდ-ჯგუფ The Creation-ში გადავიდა, თუმცა - მხოლოდ მცირე პერიოდით და სულ რამდენიმე სინგლის ჩაწერაში მონაწილეობდა. The Jeff Beck Group-ის წევრი იგი 1967 წელს, ბასისტის სახით გახდა. მასთან ერთად ჩაწერა ორი ალბომი, Truth და Beck-Ola - საკმაოდ წარმატებულები. ჯგუფი 1969 წელს დაიშალა და ვუდმა კარიერა განაგრძო Small Faces-ის ყოფილი წევრების, რონი ლეინის, იენ მაკლოგანის და კენი ჯოუნსის მიერ ჩამოყალიბებულ Faces-ში. ამ ჯგუფმა, მიუხედავად აშშ-ში საკულტო სტატუსის მოპოვებისა, კიდევ უფრო წარმატებული იყო ბრიტანეთში და ევროპის ძირითად ნაწილში. სადებიუტო ალბომი First Step 1970 წელს გამოუშვეს, რასაც მოჰყვა Long Player და A Nod Is As Good As a Wink... to a Blind Horse. უკანასკნელი ალბომი, Ooh La La, 1973 წელს გამოვიდა. კოლექტივი იშლებოდა და რონი რამდენიმე სოლო პროექტით დაკავდა. მათ შორის იყო სადებიუტო სოლოალბომი I've Got My Own Album to Do (1974). მის ჩაწერაში მონაწილეობდნენ როგორც მაკლოგენი, ასევე ჯორჯ ჰარისონი და კით რიჩარდსი (ვუდის ძველი მეგობარი). მაგრამ მას შემდეგ, რაც „როლინგ სტოუნზი“ მიკ ტეილორმა დატოვა, მასში ვუდი მიიწვიეს. მას შემდეგ იგი კოლექტივის მუდმივი წევრია.[3]

ვუდი აგრეთვე ცნობილია სხვა ჩანაწერებით. Now Look 1975 წელს გამოვიდა და Billboard-ის ჩარტში #118 პოზიციამდე მიაღწია. რონი ლეინთან ერთად გიტარისტი მუშაობდა საუნდტრეკულ ალბომზე Mahoney's Last Stand. 1979 წელს მან გამოუშვა Gimme Some Neck (ბრიტანეთში #45), 1981 წელს - 1234 (#164), შემდგომში კი - Slide on This (1992), Not for Beginners (2002)[3]. ალბომი I Feel Like Playing 2010 წელს გამოვიდა. როგორც „როლინგ სტოუნზის“ წევრი, რონი 1989 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ხოლო მეორედ - 2012 წელს, Faces-ის შემადგენლობაში[4][5].

დისკოგრაფია

რედაქტირება

სოლოალბომები

რედაქტირება

საკონცერტო ალბომები

რედაქტირება

საუნდტრეკები

რედაქტირება

კომპილაციები

რედაქტირება

როლინგ სტოუნზი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება