პრიპიატი (მდინარე)
პრიპიატი, სტრუმენი (უკრ. Припять; ბელარ. Прыпяць) — მდინარე ბელარუსსა და უკრაინაში. მდინარე დნეპრის მარჯვენა შენაკადი (ჩაედინება კიევის წყალსაცავში). სიგრძე 775 კმ, აუზის ფართობი 144, 3 ათ. კმ. სათავე აქვს ქალაქ კოველის ჩრდილო-დასავლეთით. მიედინება პოლესიეში. ზემოთში — პინის ჭაობებში დატოტვილია, შუაწელში ქვიშიანი ნაპირები აქვს, ქვემოთში კალაპოტი ჩქერებიანია. შერეულია საზრდოობის მდინარეა (ჭარბობს თოვლის წყალი).
პრიპიატი | |
---|---|
მდინარე პრიპიატი | |
ქვეყანა |
უკრაინა ბელარუსი |
სათავე |
ვოლინსკის მაღლობი 51°11′30″ ჩ. გ. 30°28′55″ ა. გ. / 51.19167° ჩ. გ. 30.48194° ა. გ. |
შესართავი |
კიევის წყალსაცავი |
შესართავის მდებარეობა | უკრაინა |
სიგრძე | 775 კმ |
აუზის ფართობი | 144, 3 ათ. კმ² |
დნეპრის აუზი | |
პრიპიატი ვიკისაწყობში |
წყალდიდობა იწყება მარტში, მაქსიმალური შუა აპრილშია. წყალმცირეა ზაფხულ-შემოდგომაზე. წყლის საშუალო ხარჯი 370 მ³/წმ, მაქსიმალური 6000 მ³/წმ. წლიური ჩამონადენი 14,5 კმ³. იყინება შუა დეკემბერში, ყინულძვრაა მარტის ბოლოს. პრიპიატზე აცურებენ ხე-ტყეს.
1986 წელს განვითარებული კატასტროფის შედეგად (ჩერნობილის კატასტროფა) გამოყოფილი მავნე რადიოაქტიური ნივთიერებები მდინარე პრიპიატზეც გავრცელდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 192.