კიევის წყალსაცავი

კიევის წყალსაცავი (უკრ. Київське водосховище) — წყალსაცავი უკრაინაში, კიევისა და ჩერნიჰივის ოლქების ტერიტორიაზე. წარმოიქმნა კიევის ჰიდროელექტროსადგურის (სიმძლავრე 551 მგვტ) კაშხლით, მდინარე დნეპრზე. შეივსო 1964–1966 წლებში. ფართობი 925 კმ², მოცულობა 3,7 კმ³, სიგრძე 110 კმ, უდიდესი სიგანე 12 კმ, საშუალო სიღრმე 4,1 მეტრი. წყალსაცავის დონე მერყეობს 1,5 მეტრის საზღვრებში, მისი საშუალებით ხორციელდება ჩამონადენის სეზონური რეგულირება. შეიქმნა წყლის ტრანსპორტის განვითარების, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო მიზნებისთვის. განვითარებულია თევზჭერა (კობრი, კაპარჭინა, ფარგა, წერი და სხვ.). ნაპირებზე ტურისტული დანიშნულების ობიექტებია.[1]

კიევის წყალსაცავი
უკრ. Київське водосховище
კოორდინატები: 50°54′23″ ჩ. გ. 30°29′58″ ა. გ. / 50.90639° ჩ. გ. 30.49944° ა. გ. / 50.90639; 30.49944
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
სიგრძე 110 კმ
სიგანე 12 კმ
ფართობი 925 კმ²
მოცულობა 3,7 კმ³
საშუალო სიღრმე 4,1
მდინარე დნეპრი
შევსების წელი 1964–1966
ჰესი კიევის ჰესი
კიევის წყალსაცავი — უკრაინა
კიევის წყალსაცავი
  1. Киевское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 12 — М., 1973.