კაპარჭინა (თევზი)

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაპარჭინა (მრავალმნიშვნელოვანი).

კაპარჭინა (ლათ. Abramis brama) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი სხეული და გრძელი ანალური ფარფლი. მისი სიგრძე 30 სმ აღწევს, წონა 1 კგ-მდე. ბინადრობს ჩრდილოეთის, ბალტიის, შავ, აზოვის ზღვებში და აგრეთვე თეთრი ზღვის მდინარეებში (კარელია), პეჩორაში.

კაპარჭინა
Carp bream1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  კაპარჭინა
ლათინური სახელი
Abramis brama
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135696

საქართველოში გვხვდება შავი ზღვისა და მტკვრის აუზის მდინარეებსა და ტბებში (პალიასტომი, ჯანდარი). ძვირფასი სარეწაო თევზია. საქართველოში სიმცირის გამო სხვა თევზებთან ერთად იჭერენ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილს. ხელოვნური გამრავლების ობიექტია.

ლიტერატურარედაქტირება