ფარგა (ლათ. Lucioperca) — თევზების გვარი ქორჭილასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 120 სმ-მდეა, მასა — 12 კგ. გვარში 5 სახეობაა. გავრცელებულია ევროპისა და ამერიკის მდინარეებსა და ტბებში. საქართველოში ბინადრობს 1 სახეობა — ჩვეულებრივი ფარგა (ლათ. Lucioperca lucioperca). კარგი სააკლიმატიზაციო ობიექტია. აკლიმატიზებულია ლადოგის, ისიქ-ქოლის, ბალხაშისა და სხვ. ტბებში. ცხოვრების ნირისა მიხედვით არჩევენ 2 ბიოლოგიურ ჯგუფს: ნახევრად გამსვლელსა და მტკნარი წყლისას. მოზარდები იკვებებიან ზოოპლანქტონით, მოზრდილები — თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.

ფარგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
ოჯახი:  ქორჭილასებრნი
სახეობა:  ფარგა
ლათინური სახელი
Lucioperca

საქართველოში მისი რეწვა ხდება პალიასტომის ტბაში. მოიპოვება აგრეთვე მდინარეების თერგის, მტკვრისა და სხვ. წყლებში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, დაკონსერვებულს და ქვირითს.

ლიტერატურა

რედაქტირება